ცუდი ამბავი უკრაინის ფრონტიდან - რუსებმა სტეპანოვკა აიღეს - კვირის პალიტრა

ცუდი ამბავი უკრაინის ფრონტიდან - რუსებმა სტეპანოვკა აიღეს

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონში მდებარე სტეპანოვკას დასახლება დაიკავეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პროექტ DeepState-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანალიტიკოსების განცხადებით, საოკუპაციო ძალები ასევე წინ მიიწევენ კურახოვოს, კოლესნიკოვკას, ბოგოიავლენკასა და კრემენნაია ბალკას მახლობლად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ამასთან, გენშტაბის ანგარიშის თანახმად, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 226 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"