თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს დანიშნული საჩივრების განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო
სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმის“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს დანიშნული მათი საჩივრების განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
როგორც კოალიციაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი მათთვის უცნობია. „ჩემი ხმის“ საჩივრების განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრების განხილვაც იყო ჩანიშნული, თუმცა, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, აღნიშნულიც გაურკვეველი ვადით გადაიდო, თუმცა, სხდომა, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშია დანიშნული, ჩატარდება.
"ინტერპრესნიუსი"