"ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…" - როგორ ეხმაურება მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძის ვიდეოს? - კვირის პალიტრა

"ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…" - როგორ ეხმაურება მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძის ვიდეოს?

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სიციალურ ქსელში მოკრივე ავთანდილ ხურციძის ვიდეოს გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

"მეგობრებო, რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს ტიკ ტოკ ვიდეო მიმართვებით ჩემს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე. ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი… ადამიანი, რომელიც მსგავს რამეს იკადრებს , კარგად იცით რისი ღირსია და რასაც იმსახურებს!

მოვუწოდებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს, მიაქციონ ყურადღება, უმკურნალონ და დაეხმარონ ამ ადამიანს.! მას სჭირდება სერიოზული დახმარება.

მე არ მინდა ის პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე, მით უმეტეს სამართლებრივად მივხედო ამ საქმეს, ცილისწამებისთვის, ჩემი ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის. ეს არ ჯდება ჩემი ცხოვრების წესში.

მე მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები, რომლებსაც პირადად ვიცნობ…", - წერს მერაბ დვალიშვილი.

screenshot-2024-11-05-144228-1730803366.png

სავარაუდოდ, მერაბ დვალიშვილი გულისხმობს ვიდეოს, რომელიც ავთანდილ ხურციძემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ხურციძე აღნიშნავს, რომ მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­თან ბრძო­ლა სურს

"ტე­ლე­ვი­ზია რო­მაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მო­ჩხუ­ბა­რი პარტნი­ო­რი რომ ჰყავთ, მოდი, თქვენ პარტნი­ორს ვე­ჩხუ­ბე­ბი, "ვე­ბოქ­სა­ვე­ბი" ოღონდ, ისე არა. "ვე­ბოქ­სა­ვე­ბი", გა­მო­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი დვა­ლიშ­ვი­ლი და "ვე­ბოქ­სა­ვე­ბი", ბე­ბე­რი ავ­თან­დი­ლა ხურ­ცი­ძე და დავ­ცხოთ. მაგ­რამ ეს დღეს და ხვალ კი არ მოხ­დე­ბა. ამას დრო დას­ჭირ­დე­ბა, ერთი წელი მა­ინც. ამ ერთ წე­ლი­წად­ში კი­დევ რა­ღა­ცებს გა­ვა­კე­თებ და სა­რე­ი­ტინ­გო ბრძო­ლას....

არც მა­გის ქა­მა­რი მინ­და და არა­ფე­რი, ერთ ათ რა­უნ­დი­ან ბრძო­ლა­ში ვე­ჩხუ­ბე­ბი, თუ გინ­და, 12 იყოს. კი არ მივა მა­ნამ­დე ჩხუ­ბი, მა­ნამ­დე მოვ­ტე­ხავ მა­გას კი­სერს. გავ­თი­შავ, ოღონდ კრივ­ში, გპირ­დე­ბით, რომ გავ­თი­შავ და ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებს ექ­ნე­ბათ სა­ყუ­რე­ბე­ლი.

კი, მარ­თა­ლია ჩემს ჩხუბს არ აჩ­ვე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ მე­რაბს ხომ აჩ­ვე­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­მოვ­ჩნდე­ბი მეც", - ამ­ბობს ხურ­ცი­ძე. იხილეთ ვიდეო