მამუკა ხაზარაძე პოლიციას მიმართავს - "არ ფიქრობთ, რომ დამპალი სისტემაა, რომელიც ემსახურება ერთადერთ კაცს, კორუფციას?!" - კვირის პალიტრა

მამუკა ხაზარაძე პოლიციას მიმართავს - "არ ფიქრობთ, რომ დამპალი სისტემაა, რომელიც ემსახურება ერთადერთ კაცს, კორუფციას?!"

არ ფიქრობთ, რომ დამპალი სისტემაა, რომელიც ემსახურება ერთადერთ კაცს, კორუფციას?! - ქართულ მუნდირს ემსახურებით და არა რუსულს! - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნიჰილიზმის დრო არ არის და ბრძოლა იწყება ახლა.

„მინდა, მივმართო პოლიციას: მეგობრებო, ჩვენ არ ვართ აქ მოსული იმისთვის, რომ სადმე შემოვიჭრათ, ჩვენ არ ვართ აქ მოსული იმისთვის, რომ ვიღაცას ზიანი მივაყენოთ. ჩვენ აქ მოვიდეთ იმისთვის, რომ არამარტო ამ ხალხის, თქვენი უფლებებიც დავიცვათ. მოვედით, რათა დავიცვათ თქვენი ხმა, თქვენი მშობლების, ბებია-ბაბუების, შვილების, რომელთაც ივანიშვილმა თავისი კორუმპირებული მმართველების და მათ შორის თქვენი ხელმძღვანელების მეშვეობით უნდათ რომ მომავალი წაართვან. ამაზე დაფიქრდით სახლში რომ მიხვალთ. მესმის, რომ წესდებას ასრულებთ და მოვალეობას, მაგრამ პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ, მამები, შვილები, ამ ქვეყნის შვილები ხართ, ამ ქვეყნის მომავალზე უნდა ზრუნავდეთ. მომავლის დაცვა არ არის ფიზიკურად უსამართლობის დაცვა. მომავლის დაცვა არის ის, რომ სახლში როდესაც მიხვალ უნდა დაფიქრდე და თქვა, როგორ შეიძლება ის, რომ ჩვენი უფროსი, ბატონი სირაძე, რომელიც გვმართავს, ყველა ეს საქმე მამამის მოსამართლეს დაეწერა. როგორ შეიძლება ასეთი დამთხვევა მოხდეს?! არ ფიქრობთ, რომ დამპალი სისტემაა, რომელიც ემსახურება ერთადერთ კაცს, კორუფციას, ემსახურება იმას, რომ ქვეყანა ბიძინამ რუსული თუ აგენტის კანონით, ნაღმით, საცეცებით ჩადოს ქვეყანაში, რათა ვითომ მშვიდობით შეგვიყვანონ რუსეთში. ქართულ მუნდირს ემსახურებით და არა რუსულს. თქვენ საქართველოს დამოუკიდებლობას ემსახურებით და არა იმას, რომ აქ ჭიშკარი დაიცვათ. არ უნდა ემსახუროთ კორუმპირებულებს და გამყალბებლებს. ერთი რამ იცოდეთ, ეს დღეს არ დამთავრდება, ხვალაც მოვალთ! ზეგაც! ასეთი გულანთებული ქართველების მხრებსა და გულზე გადის საქართველოს დამოუკიდებლობა, ვისაც გამოსვლა არ ეზარება. ვინც დღეს ჩვენ აქ გვიყურებს, იცოდეთ მეგობრებო, რომ ყური არავინ ჩამოყაროთ! არანაირი ნიჰილიზმი, ბრძოლა იწყება ახლა! ახლა იწყება ისეთი ბრძოლა, რომ ან გავალთ მშვიდობის და გამარჯვების გზაზე, ან ჩავრჩებით ამ ჭაობში“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"