ლიკა ქავჟარაძის შვილის ოჯახის ამერიკული ცხოვრება და შვილიშვილი, რომელსაც უკვე 16 წელი შეუსრულდა (ფოტოები)
ქართულ ბეჭდურ თუ ინტერნეტ მედიაში წლების განმავლობაში უამრავი სტატია დაწერილა ქართული კინოს ლეგენდა ლიკა ქავჟარაძეზე, მომზადებულა უამრავი სატელევიზიო გადაცემა, ლიკა ერთ-ერთია იმ ლეგენდარული ქართველებიდან, რომლის ცხოვრებასა და სილამაზეზე წლების მერეც ილაპარაკებენ.
ქართული კინოს ვარსკვლავმა, სილამაზითა და უნიკალური ქარიზმით მაყურებელთა გულებში წარუშლელი კვალი დატოვა. მისი სახელის წარმოთქმისას გაგონდება ფაქიზი ემოციებით სავსე გოგონა, რომელიც კინოში ეპოქა შექმნა. ლიკას მემკვიდრეობა არა მხოლოდ მისი ულამაზესი როლებია, არამედ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, რაც მან ქართული კინოს მოყვარულებს დაუტოვა. მისი თვალები, რომლებიც მუდამ უცნაურ სიმშვიდესა და სიღრმეს ასხივებდნენ, დღესაც გვახსენებს, თუ რა ძალა აქვს ნამდვილ ნიჭსა და ხელოვნებას.
ლიკა ქავჟარაძის როლები ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი საგანძურია.
მკითხველმა კარგად იცის, რომ მისი ცხოვრება მსახიობის მთავარი კინო როლის მსგავსად სევდიანად გაგრძელდა. ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი გახლდათ. სწორედ მასთან ქორწინებიდან შეეძინა მსახიობს ერთადერთი ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც მამასთან და ოჯახთან ერთად, ამერიკაში, ვაშინგტონში ცხოვრობს. 1993-1994 წლებში ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მეორედ ლიკამ იქორწინა ლევან შანიძეზე, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა დაშორების შემდეგაც შეინარჩუნა.
ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში მსახიობი იხსენებდა, რომ შვილისა და შვილიშვილის ნახვას ხშირად ვერ ახერხებდა, რადგან საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდნენ. ლევანის ერთადერთი ინტერვიუ ლიკას სიცოცხლეში გამოქვეყნდა, რომელშიც ცნობილ დედაზე საუბრობდა. იხილეთ სრულად