"ზღაპარში წაკითხულ პრინცესებს დედად ვხედავდი. მე ასაკი მემატება, კრისტი კი დღემდე ახერხებს ჩემს გაოცებას" - რას წერს ნატალია ყიფშიძე დედაზე? - კვირის პალიტრა

"ზღაპარში წაკითხულ პრინცესებს დედად ვხედავდი. მე ასაკი მემატება, კრისტი კი დღემდე ახერხებს ჩემს გაოცებას" - რას წერს ნატალია ყიფშიძე დედაზე?

გიორგი ყიფშიძისა და კრისტის ყიფშიძის ქალიშვილი ნატალია, დედის შესახებ "ინსტაგრამზე" წერს:

"ზღაპარში წაკითხულ პრინცესებს დედად ვხედავდი. მე ასაკი მემატება, კრისტი კი დღემდე ახერხებს ჩემს გაოცებას. ყველაზე მეტად ჩვენების მოლოდინში ხალხის მოსმენა მიყვარს: ყველა კრისტის გამოსვლას ელოდება. 30 წელია პოდიუმზე დგას და მისი კაშკაშა ენერგეტიკა დროთა განმავლობაში უფრო ხშირდება!" - წერს ნატალია.