"რას ფიქ­რობ, მიშა, პრე­ზი­დენ­ტად ხე­ლახ­ლა კენ­ჭი რომ ვი­ყა­როო" - ტრამპთან საუბრის რა დეტალებს იხსენებს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"რას ფიქ­რობ, მიშა, პრე­ზი­დენ­ტად ხე­ლახ­ლა კენ­ჭი რომ ვი­ყა­როო" - ტრამპთან საუბრის რა დეტალებს იხსენებს მიხეილ სააკაშვილი?

აშშ-ს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დო­ნალდ ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ებს სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს კი ეს აშ­კა­რად არ ესი­ა­მოვ­ნათ. ამ თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და 2013 წელს იხ­სე­ნებს, როცა პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ ტრამპს ესა­უბ­რა:

"2013 წელს, უკვე პრე­ზი­დენ­ტო­ბის შემ­დეგ, ნიუ იორკში ვი­ყა­ვი, როცა მა­იკლ კო­ენ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, შენ­თან დო­ნალდს სურს და­ლა­პა­რა­კე­ბაო და გა­დას­ცა მას ყურ­მი­ლი. მკი­თხა, სად ხარო. ვუ­თხა­რი, რომ ნიუ-იორკში ვი­ყა­ვი, თუ გინ­და მეს­ტუმ­რე-მეთ­ქი.

დამ­პირ­და, რომ გა­მო­მივ­ლი­და უი­ლი­ამსბურ­გში, თა­ნაც მი­თხრა, რას ფიქ­რობ, მიშა, პრე­ზი­დენ­ტად ხე­ლახ­ლა კენ­ჭი რომ ვი­ყა­როო.

ვუ­პა­სუ­ხე: ხომ იცი ამის შე­სა­ხებ ჩემი აზრი, ად­რეც ბევ­რჯერ გვი­სა­უბ­რია, რა თქმა უნდა, მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი შან­სე­ბი გაქვს-თქო.

ცოტა იხ­ტი­ბარ­გა­ტე­ხილ­მა მი­პა­სუ­ხა: - რა ვიცი, ჩემ გარ­შე­მო არა­ვის არ სჯე­რა, რომ მაქვს შან­სე­ბი. გა­ვამ­ხნე­ვე, არ და­უ­ჯე­რო-მეთ­ქი. და მერე მა­იკლს გა­და­უ­ლა­პა­რა­კა, ხომ ხე­დავ, ხომ გე­უბ­ნე­ბო­დი, მი­შაც ამ­ბობს, რომ მაქვს შან­სე­ბიო" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.