"შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან - შევთანხმდით, შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და განვავითაროთ თანამშრომლობა" - კვირის პალიტრა

"შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან - შევთანხმდით, შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და განვავითაროთ თანამშრომლობა"

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მას ისტორიული გამარჯვება მივულოცე. ეს შედეგი შესაძლებელი გახადა მისმა უზარმაზარმა კამპანიამ. ვაფასებ მის ოჯახს და გუნდს დიდი შრომისთვის“, - წერსზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, დონალდ ტრამპთან დიალოგის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდა.

„შევთანხმდით, შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა. შეერთებული შტატების ძლიერი და ურყევი ხელმძღვანელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობისთვის“, - წერს ზელენსკი.