"უკრაინა ნატოში შესვლაზე 20 წლით უარს ამბობს, ფრონტის ხაზი კი გაიყინება ტერიტორიების დაბრუნების გარეშე" - როგორია ტრამპის "სამშვიდობო გეგმა"?! - კვირის პალიტრა

"უკრაინა ნატოში შესვლაზე 20 წლით უარს ამბობს, ფრონტის ხაზი კი გაიყინება ტერიტორიების დაბრუნების გარეშე" - როგორია ტრამპის "სამშვიდობო გეგმა"?!

დონალს ტრამპის სამშვიდობო გეგმა შესაძლოა, ასეთი იყოს - უკრაინა ნატოში შესვლაზე 20 წლით უარს ამბობს, ფრონტის ხაზი კი გაიყინება ტერიტორიების დაბრუნების გარეშე. ამის შესახებ უკრაინული მედია The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ტრამპს ჯერ გეგმა არ დაუმტკიცებია. მათ შორის, უცნობია, როგორ აპირებს ის რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა. მრჩევლებმა ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტს თავისი იდეები შესთავაზეს, თუმცა გეგმას მხოლოდ ტრამპი დაამტკიცებს.

ამერიკულ გამოცემას ტრამპის გარემოცვიდან სამმა ადამიანმა აცნობა, რომ ერთ-ერთი იდეის მიხედვით, კიევი პირობას დადებს, რომ ნატოში 20 წლის განმავლობაში არ გაწევრიანდება. სამაგიეროდ, ამერიკა კიევს იარაღს მიაწვდის, რათა რუსეთის მორიგი თავდასხმა აიცილოს თავიდან

ამ გეგმის მიხედვით, ფრონტის ხაზი გაიყინება და მხარეები დემილიტირებული ზონის შექმნაზე შეთანხმედბიან. ჯერ უცნობია, თუ ვინ გააკონტროლებს ამ ტერიტორიას, თუმცა ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ ეს ამერიკული ჯარი არ იქნება.

„ჩვენ დახმარებას აღმოვუჩენთ, თუმცა პისტოლეტის ლულა ევროპული იქნება. ჩვენ არ გავაგზავნით ამერიკელ მამაკაცება და ქალებს უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად. და არც ფულს გადავიხდით. დაე, ეს პოლონელებმა, გერმანელებმა, ბრიტანელებმა და ფრანგებმა გააკეთონ“, - აცხადებს ტრამპის გუნდის ერთ-ერთი წევრი.

ტრამპის გეგმას სავარაუდოდ, არაერთი წინააღმდეგობა შეხვდება. ჯერ ერთი, მოსკოვი არ ავლენს სურვილს, რომ ცეცხლის შეწყვეტა სურს. ტრამპის გეგმას წინააღმდეგობას ნატოს წევრის იქ ქვეყნებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში მათ სახელმწიფოებს საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, საკითხავია, ზელენსკი დათანმხდება თუ არა, რადგან უკრაინულმა საზოგადოებამ ტერიტორიების დათმობა შესაძლოა, მოსკოვის წინაშე კაპიტულაციად აღიქვან.