ირანს ტრამპის გამარჯვება გაუხარდა?! - " ეს წინა არასწორი პოლიტიკის გადახედვის შანსია"
დონალდ ტრამპის გამარჯვება წინა არასწორი პოლიტიკის გადახედვის შანსია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა.
„წარსულში აშშ-ის სხვადასხვა მთავრობების პოლიტიკასთან და მიდგომებთან დაკავშირებით ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის გამარჯვება „წინა არასწორი პოლიტიკის გადახედვის შანსია“.
ცნობისთვის, მანამდე ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, ფატიმე მოჰაჯერანმა განაცხადა, რომ „აშშ-ისა და ირანის ზოგადი პოლიტიკა უცვლელია და მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის იმაში, თუ ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი“.
"ინტერპრესნიუსი"