ყოფილი "მის რუსეთი" სკანდალში ეხვევა - მოდელი აეროპორტში ძვირფასეულობის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს - კვირის პალიტრა

ყოფილი "მის რუსეთი" სკანდალში ეხვევა - მოდელი აეროპორტში ძვირფასეულობის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს

"მის რუ­სე­თი 2015" და "მის მსოფ­ლიო 2015-ის" პირ­ვე­ლი ვიცე-მისი სო­ფია ნი­კიტ­ჩუ­კი, ვნუ­კო­ვოს აე­რო­პორ­ტში ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის კონ­ტრა­ბან­დის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ავ­რცე­ლებს.

სო­ფია ნი­ცა­დან სტამ­ბო­ლის გავ­ლით რუ­სეთ­ში ბრუნ­დე­ბო­და. სა­ბა­ჟოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა იმ ძვი­რა­დღი­რე­ბულ­მა სამ­კა­უ­ლებ­მა მი­იქ­ცია, რო­მელ­საც მო­დე­ლი მგზავ­რო­ბი­სას ატა­რებ­და. ნი­კიტ­ჩუკს ეკე­თა Patek Philippe-ის ოქ­როს სა­ა­თი, Cartier-ის ორი ბე­ჭე­დი და ყელ­სა­ბა­მი. ნივ­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­ერ­თო ჯამ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 120 ათას დო­ლარს შე­ად­გენ­და.

ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ სამ­კა­უ­ლე­ბი 750 სინ­ჯის ოქ­როს­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მო­დე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ კი საქ­მე კონ­ტრა­ბან­დი­სა და სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. მას 5 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე ის და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

გააგრძელეთ კითხვა