რა თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის სიტყვით გამოსვლაში? - კვირის პალიტრა

რა თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის სიტყვით გამოსვლაში?

ამერიკელი ხალხი ძალაუფლების მშვიდობიანად და მოწესრიგებულად გადაბარებას იმსახურებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის სიტყვით გამოსვლაში განაცხადა.

“200 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ამერიკას მსოფლიო ისტორიაში თვითმმართველობის უდიდესი ექსპერიმენტი აქვს. ეს ჰიპერბოლა არ არის. ეს ფაქტია. როდესაც ხალხი ხმას აძლევს და თავის ლიდერებს ირჩევს, ამას მშვიდობიანად აკეთებენ. და ჩვენ დემოკრატიაში ვართ. ხალხის ნება ყოველთვის იმარჯვებს…

გუშინ პრეზიდენტად არჩეულ ტრამპს ვესაუბრე, რათა მისი გამარჯვება მიმელოცა, და დავარწმუნე, რომ მთელს ჩემს ადმინისტრაციას დავავალებ მის გუნდთან იმუშაონ მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაბარებისთვის. ამერიკელი ხალხი ამას იმსახურებს”, - განაცხადა ბაიდენმა.

ამერიკელებისადმი მიმართვის დროს ბაიდენმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე სხვადასხვა გრძნობები შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია “არჩევანის მიღება, რომელიც ხალხმა გააკეთა”.

“ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ეს გამარჯვების პერიოდია, რაც აშკარაა. სხვებისთვის ეს მარცხის პერიოდია. კამპანიები სხვადასხვა ხედვების შეჯიბრია. ქვეყანა ან ერთს ან მეორეს ირჩევს, ჩენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანამ გააკეთა…

არ შეიძლება ქვეყანა მხოლოდ მაშინ გიყვარდეს, როდესაც იგებ. არ შეიძლება მეზობელი გიყვარდეს მხოლოდ როდესაც ეთანხმები. რაღაც, რაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ მიუხედავად იმისა თუ ვის მიეცით ხმა, არის ის, რომ ერთმანეთს არა როგორც მოწინააღმდეგეებს, არამედ როგორც ამერიკელებს შეხედოთ,” - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა “ამერიკული საარჩევნო სისტემის სამართლიანობა”.

“ის ჭეშმარიტია, სამართლიანია და გამჭვირვალეა - და მისი ნდობა შეიძლება, გამარჯვებაა თუ მარცხი,” - განაცხადა ბაიდენმა.

"ინტერპრესნიუსი"