ფიზიკურმა პირმა გაზსადენი დააზიანა, რის გამოც 8500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა - როდის აღდგება გაზმომარაგება - კვირის პალიტრა

ფიზიკურმა პირმა გაზსადენი დააზიანა, რის გამოც 8500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა - როდის აღდგება გაზმომარაგება

კომპანია "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკურმა პირმა გაზსადენი დააზიანა, რის გამოც 8500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა.

კომპანიის ინფორმაციით, პიზიკური პირის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო, დღეს, 7 ნოემბერს, 18:00 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა: იური გაგარინის ქ. 18-ში მდებარე ამხანაგობა „გაგარინის 18"-ს, იური გაგარინის ქ. 29-ში მდებარე შპს „ირს თაუერი"-ს, ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქ. 2-ში მდებარე შპს ,,მ.დ.კ."-ს, ნუცუბიძე – ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ - მუხრან მაჭავარიანის ქ. 6-ში მდებარე შპს ,,აპექს ლისის", ზემო ვეძისის ქ. 103, მუხრან მაჭავარიანის ქ. 6-ში მდებარე შპს ,,აპექს ლისის" საცხოვრებელი კორპუსების, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. 3, 3ა, 5, 7, 9, ვაჟა-ფშაველას გამზ. 2, 2ა, 3, 4, 5, 6, 7, 9, 11, 13, 15, 15ა, 17, 19, 21, 25ა, პეკინის გამზ. (გამსახურდიას) 42, 45, ამბროლაურის (ახლ. ოთარ ჭილაძის ) ქ. 7, 10, 166-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, სიმონ კანდელაკის ქ. 4, 6ბ, 8, 8ა, 8ბ, 9, 10, 14, 16, 17, 33-35, 63, 65, ბუდაპეშტის (ახლ. გურამ ფანჯიკიძის) ქ. 2, 3ა, 3ბ, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 13, 13ა, 15, 17, 22ა, 22ბ, 23, II შეს. 7, იური გაგარინის ქ. 14, 16, 14/16, ვაზისუბნის (ახლ. გაბრიელ ისაკაძის) ქ. 12, 14, 29, შალვა ნუცუბიძის ქ. 3, 9, 9ა, 11, 11ა, 13, 15, 17, 19, 21, სოფრომ მგალობლიშვილის ქ. 3, 13-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ავქსენტი მეგრელაძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ზემო ვეძისის დასახლების, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, ჰეიდარ აბაშიძის, ზემო ვეძისის ქუჩის, ივანე ბერიტაშვილის, მარო თარხნიშვილის, მამია ალასანიას, ემანუელ აფხაიძის, ვაზისუბნის (ახლ. ისაკაძის), ივანე მარუშიძის, იოსველ ჯებაშვილის, ფერცულიანის, ვოლოდარსკის, ოსეთის, ზოვრეთის, ყუშიტაშვილის, ლევანდოვსკის, იოსებ იმედაშვილის, თედო სახოკიას, არდაზიანის, მირზა გელოვანის, ასევე ზემო ვეძისის ქუჩის (ილია ოდიშელიძის, ვარდენ წულუკიძის), არდაზიანის, ინტენსიფიკაციის ქუჩებისა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას. აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება გაგარინის ქ. 29-ში – საქართველოს ბანკის სათავო ოფისს, გაგარინის ქ. 24-ში მდებარე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას", ვაზისუბნის ქ. 4-ში – ასოციაციას ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველისათვის", მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – შპს ,,საშხაპე"-ს, გელოვანის ქუჩაზე – შპს "რადიო საქართველოს", შპს "სუში მანია"-ს, შპს "ანდამა"-ს - ვეფხი და მოყმე", მუხრან მაჭავარიანის ქ. 19-ში მდებარე შპს ,,ხედს" და სხვა.

"თბილისი ენერჯის“ განცხადებით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 8 ნოემბერს, 10:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე.

"ინტერპრესნიუსი"