"ყოველდღიურობაში ჩაფლული თვალების ერთი მოხუჭვაა ხოლმე საკმარისი, რომ ეს გაურკვეველი უშენობა შემომასკდეს ტალღასავით" - რას წერს ზურა ბერიკაშვილზე დისშვილი?
55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა.
ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.
"ყოველდღიურობაში ჩაფლული თვალების ერთი მოხუჭვაა ხოლმე საკმარისი, რომ ეს გაურკვეველი უშენობა შემომასკდეს ტალღასავით.უსაზღვრო სევდა და ტკივილია, მაგრამ ყველაზე მეტად აღშფოთება და გაკვირვებაა, ყოველ ჯერზე, ეს შეგრძნება.რანაირად ხდება, რომ აღარ ხარ, დაუჯერებელია", - წერს ზურა ბერიკაშვილის დისშვილი, ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში.