რას ნიშნავს ფასეულობითი განათლება და ვის შეუძლია უფასო სალექციო კურსის გავლა? - ფასეულობათა კვლევის საზოგადოების ლექციების მენტორი გიორგი გვასალია - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს ფასეულობითი განათლება და ვის შეუძლია უფასო სალექციო კურსის გავლა? - ფასეულობათა კვლევის საზოგადოების ლექციების მენტორი გიორგი გვასალია

ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რია. თუმ­ცა რა არის რე­ა­ლუ­რად ჭეშ­მა­რი­ტი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი? რო­გორ ხდე­ბა ან რო­გორ უნდა ხდე­ბო­დეს ფა­სე­უ­ლო­ბა­თა კვლე­ვა? ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის და ეს სა­კი­თხი ღრმა ანა­ლიზს მო­ი­თხოვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­სე­უ­ლო­ბა­თა კვლე­ვა „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სამ“ და­ი­წყო წლე­ბის წინ და და­მუ­შა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფა­სე­უ­ლო­ბა­თა კვლე­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლექ­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში აწ­ვდის.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ 2010 წელს მისი უწ­მინ­დე­სო­ბის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და­ფუძნ­და და ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ერ­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. საქ­მი­ა­ნო­ბას ძი­რი­თა­დად სა­ხალ­ხო შე­მო­წი­რუ­ლო­ბის გზით ახორ­ცი­ე­ლებს, რო­გორც ეს მა­ხ­ა­თას მთა­ზე ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის დროს მოხ­და. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს ფა­სე­უ­ლო­ბა­თა კვლე­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლექ­ცი­ე­ბის პრო­ექტს, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი გვა­სა­ლი­აც სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა.

რას ნიშ­ნავს ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა?

ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა გუ­ლის­ხმობს კონ­კრე­ტუ­ლი დის­ციპ­ლი­ნე­ბის: ის­ტო­რი­ის, თე­ო­ლო­გი­ის თუ ფი­ლო­სო­ფი­ის ძი­რი­თა­დი სა­კი­თხე­ბის გა­და­ცე­მას. ის კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც ტრა­დი­ცი­უ­ლად ეფუძ­ნე­ბო­და და ჩვე­ნი აზ­რით, უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს ხალ­ხის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, სუ­ლი­ე­რი და კულ­ტუ­რუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი, ზნე­ობ­რი­ვი პრინ­ცი­პე­ბი და ა. შ.

რა კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა?

ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სა­ლექ­ციო კურ­სე­ბის ში­ნა­გა­ნი სტრუქ­ტუ­რა ბუ­ნებ­რი­ვად გან­სა­ზღვრა მის წი­ნა­შე მდგომ­მა ამო­ცა­ნებ­მა და თა­ვად ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ბუ­ნე­ბამ.

მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, სუ­ლი­ე­რი და კულ­ტუ­რუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი და ზნე­ობ­რი­ვი პრინ­ცი­პე­ბი მხო­ლოდ მა­შინ აღას­რუ­ლე­ბენ თა­ვი­ანთ ჭეშ­მა­რიტ ფუნ­ქცი­ას, რო­დე­საც ისი­ნი ეფუძ­ნე­ბი­ან არა დრო­ე­ბით, არა­მედ მა­რა­დი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჭეშ­მა­რი­ტი ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა მა­რა­დი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე უნდა იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მა­რა­დი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი კი რე­ლი­გი­უ­რი ბუ­ნე­ბი­საა. ისი­ნი ღვთა­ებ­რი­ვი, გა­მო­ცხა­დე­ბი­თი ჭეშ­მა­რი­ტე­ბე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა და მათ­კენ მი­მა­ვა­ლი გზა ქრის­ტი­ა­ნულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე გა­დის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტია გა­მო­ცხა­დე­ბი­თი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ანუ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რო­მელ­საც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გა­მო­ცხა­დე­ბა გვაწ­ვდის. მათ ბიბ­ლი­ურ ფა­სე­უ­ლო­ბებს ვუ­წო­დებთ.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა ფა­სე­უ­ლო­ბი­თად ორი­ენ­ტი­რე­ბულ ცოდ­ნას ეფუძ­ნე­ბა. ეს უკა­ნას­კნე­ლი ორგვა­რია: ის ან შენი ხალ­ხის, შენი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას, ხე­ლოვ­ნე­ბას, ლი­ტე­რა­ტუ­რას და ა. შ. ეხე­ბა ან - ყვე­ლა­ფერ სხვას ანუ გარე სამ­ყა­როს. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ეროვ­ნულ იდენ­ტო­ბას­თან, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი - მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბას­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა კი­დევ ორი კომ­პო­ნენ­ტის­გან უნდა შედ­გე­ბო­დეს, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი ჩვე­ნი ხალ­ხის იდენ­ტო­ბის ის­ტო­რი­ას ეხე­ბა, მე­ო­რე კი კა­ცობ­რი­ო­ბის აზ­როვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას, რად­გან მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის გა­თა­ვი­სე­ბა და გან­მტკი­ცე­ბა აზ­როვ­ნე­ბით ხდე­ბა

რა­ტომ და რო­გორ კარ­გავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფა­სე­უ­ლო­ბით გა­ნათ­ლე­ბას?

ეს მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა რწმე­ნას კარ­გავს, რად­გან მა­რა­დი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის რე­ლი­გი­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საა. რწმე­ნა­და­კარ­გუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი, ცხოვ­რე­ბის საზ­რი­სის გან­მსა­ზღვრე­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სად­მი ინ­ტე­რეს კარ­გავს და ღრმა ილუ­ზი­ა­ში ეფ­ლო­ბა.

რო­გორ შე­ა­ფა­სებთ დღეს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას? რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ბოლ­შე­ვი­კუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის წნე­ხის ქვეშ გა­ა­ტა­რა, მა­ნამ­დე კი რუ­სუ­ლი ცა­რის­ტუ­ლი იმ­პე­რი­ის წი­აღ­ში და­მო­უ­კი­დე­ბელ ეროვ­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბას და სა­ეკ­ლე­სიო თვითმყო­ფა­დო­ბას იყო მოკ­ლე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნულ­მა დიდი დაღი და­ას­ვა ჩვე­ნი ხალ­ხის ცნო­ბი­ე­რე­ბას. ჩვენს ხალ­ხს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

მოგ­ვი­ყე­ვით თქვე­ნი სა­ლექ­ციო კურ­სის კომ­პო­ნენ­ტე­ბის, მისი ლექ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ

მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რივ კომ­პო­ნენტს თე­ი­მუ­რაზ ბუ­ა­ძე წარ­მარ­თავს. მისი კურ­სი „აზ­როვ­ნე­ბის ის­ტო­რია“ გა­ნი­ხი­ლავს ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის მთა­ვარ ელე­მენ­ტებს და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იდე­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ის­ტო­რი­ას.

ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის კომ­პო­ნენტს წარ­მარ­თავს ეკა კვა­ჭან­ტი­რა­ძე. მისი კურ­სი „ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი იდენ­ტო­ბის ის­ტო­რია“ მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი ის­ტო­რი­ის ფონ­ზე გა­ნი­ხი­ლავს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ფა­სე­უ­ლო­ბი­თი და პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და მის­წრა­ფე­ბე­ბის ის­ტო­რი­ა­სა და რე­ლი­გი­ურ სა­ფუძ­ვლებს.

ფა­სე­უ­ლო­ბით კომ­პო­ნენტს მე წარვმარ­თავ. ჩემი კურ­სი ფა­სე­უ­ლო­ბით კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლავს წმინ­და წე­რი­ლი­სე­ულ გა­მო­ცხა­დე­ბით ჭეშ­მა­რი­ტე­ბებს და მათი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ წმინ­და ტრა­დი­ცი­ას.

კურ­სი უფა­სოა. რო­გორ ხდე­ბა მას­ზე რე­გის­ტრა­ცია? ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის ღიაა?

დიახ, ზო­გა­დად, კურ­სზე რე­გის­ტრა­ცია შე­უძ­ლია ყვე­ლას, ვი­საც ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სის­ტე­მის კვლე­ვის სურ­ვი­ლი აქვს. თუმ­ცა გვაქვს რე­გის­ტრა­ცი­ის ერთი პრინ­ცი­პი - მსმე­ნე­ლი, რო­მე­ლიც კურსს ას­რუ­ლებს, ფა­სე­უ­ლო­ბა­თა კვლე­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს სამ კან­დი­დატს, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ ჯგუფ­ში ირი­ცხე­ბი­ან.

რო­გო­რია კურ­სზე დას­წრე­ბის მო­თხოვ­ნა? რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­ა­რა ის გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში?

ფა­სე­უ­ლო­ბა­თა კვლე­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ლექ­ციო კურ­სი 2010 წელს შე­იქ­მნა და მას შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა არ შე­უ­ჩე­რე­ბია. ძა­ლი­ან მძი­მე იყო პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი, მაგ­რამ ამ დრო­საც კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ლექ­ციო კურ­სი არ შე­წყვი­ტა. დიდი იყო მსმე­ნელ­თა მონ­დო­მე­ბა და სურ­ვი­ლი, რომ არ შე­ე­წყვი­ტათ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა კვლე­ვი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ლექ­ციო კურ­სე­ბი. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და ჩვენ­თვის ძლი­ერ სა­სი­ხა­რუ­ლოა ის ფაქ­ტი, რომ მო­თხოვ­ნა მარ­თლაც ძლი­ერ დი­დია. გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ხა­რულს კი ის ფაქ­ტი იწ­ვევს, რომ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა გულ­გრი­ლი არ არის ფა­სე­უ­ლო­ბა­თა კვლე­ვის სა­კი­თხი­სად­მი.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას" პრო­ექ­ტე­ბის­თვის შე­მო­წი­რუ­ლე­ბის გა­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ბან­კის ან­გა­რიშ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ოდე­ნო­ბის თან­ხის გა­და­რი­ცხვით ან მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე 0901777777 და­რეკ­ვით. ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლა­რია.

გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს:

  • სს „ლიბერთი ბანკი": LBRTGE22 ანგარიშის ნომერი: GE35LB0775555555555555
  • სს „საქართველოს ბანკი“: BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE35BG0000000555555555
  • სს „თი ბი სი ბანკი“: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE96TB7005555555555555

iveriisa-1740383485.jpg

(R)