"ცოცხალი რომ იყოს, ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა" - რას წერს ნინი ქარსელაძე?
მომღერალი ნინი ქარსელაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ცოტა ხნის წინ კიდევ მოექცა, როცა "ინსტაგრამზე" გამომწერებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მეუღლეს დაშორდა. ამჯერად კი ის სოციალურ ქსელში გამომწერების კითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ "იცის რა არის დეპრესია".
„დეპრესიული პერიოდები ალბათ, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა. მისი გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა და ბევრია. მკურნალობაც ბევრნაირია და ამიტომ სპეციალისტს უნდა მიმართოთ.
მეც იმ სიაში ვარ, ვინც იცის რა არის დეპრესია. ეს არის დაავადება, მაგრამ მისგან განკურნება შესაძლებელია“, - წერს ნინი ქარსელაძე.
რაც შეეხება მეუღლესთან დაშორების საკითხს, როგორც მომღერალმა "ინსტაგრამზე" დაწერა, არ სურს ამ თემაზე საჯაროდ საუბარი.
ნინიმ გამომწერების კითხვებს მამის შესახებაც უპასუხა:
"სულ მენატრება, ყოველ წამს. ძალიან მიჭირს მის გარეშე. ვიცი, ცოცხალი რომ იყოს, ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში." - არნიშნავს მომღერალი.