რას ერჩის ილონ მასკი ლავრენტი ბერიას და რატომ შეადარა ის ამერიკელ პოლიტიკოსებს - კვირის პალიტრა

რას ერჩის ილონ მასკი ლავრენტი ბერიას და რატომ შეადარა ის ამერიკელ პოლიტიკოსებს

SpaceX-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ილონ მას­კი ჯო რო­გა­ნის პოდ­კას­ტის სტუ­მა­რი იყო, სა­დაც "დე­მოკ­რა­ტე­ბი" გა­აკ­რი­ტი­კა და ისი­ნი თვალ­თმაქ­ცო­ბა­ში, ასე­ვე დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პოდ­კას­ტი 5 ნო­ემ­ბერ­საა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, მა­შინ როცა ჯერ კი­დევ არ იყო გარ­კვე­უ­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვი­ნა­ო­ბა.

სა­უბ­რი­სას მან ლავ­რენ­ტი ბე­რია, სტა­ლი­ნი და საბ­ჭო­თა კავ­ში­რი გა­იხ­სე­ნა და თქვა, რომ დე­მოკ­რა­ტე­ბი ბე­რი­ას ტაქ­ტი­კას იყე­ნე­ბენ.

"მათ (დე­მოკ­რა­ტებ­მა) SpaceX მი­ზან­ში ამო­ი­ღეს", - თქვა მასკმა და მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნა კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა.

"თუ მთავ­რო­ბას სურს, უკან და­გა­ხე­ვი­ნოთ, ჩაგ­ძი­როთ, ისი­ნი იპო­ვი­ან მი­ზეზს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბე­რი­ას ცნო­ბილ ცი­ტა­ტას ჰგავს, თქვენ იცით, რომ ის იყო სტა­ლი­ნის გუნდში მთა­ვა­რი მწა­მე­ბე­ლი, სტა­ლი­ნის სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, ბე­რია ნამ­დვი­ლად იყო ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნი. მისი ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ცი­ტა­ტაა: "მაჩ­ვე­ნე კაცი და გაჩ­ვე­ნებ და­ნა­შა­ულს“.

ისი­ნი უბ­რა­ლოდ გა­და­წყვე­ტენ რომ შენ ხარ სა­მიზ­ნე და შემ­დეგ და­ნა­შა­ულ­საც იპო­ვი­ან", - ამ­ბობს ილონ მას­კი. წყარო