რას ერჩის ილონ მასკი ლავრენტი ბერიას და რატომ შეადარა ის ამერიკელ პოლიტიკოსებს
SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ჯო როგანის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც "დემოკრატები" გააკრიტიკა და ისინი თვალთმაქცობაში, ასევე დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
აღსანიშნავია, რომ პოდკასტი 5 ნოემბერსაა გამოქვეყნებული, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ვინაობა.
საუბრისას მან ლავრენტი ბერია, სტალინი და საბჭოთა კავშირი გაიხსენა და თქვა, რომ დემოკრატები ბერიას ტაქტიკას იყენებენ.
"მათ (დემოკრატებმა) SpaceX მიზანში ამოიღეს", - თქვა მასკმა და მაგალითად მოიყვანა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიება.
"თუ მთავრობას სურს, უკან დაგახევინოთ, ჩაგძიროთ, ისინი იპოვიან მიზეზს. ეს ყველაფერი ბერიას ცნობილ ციტატას ჰგავს, თქვენ იცით, რომ ის იყო სტალინის გუნდში მთავარი მწამებელი, სტალინის საიდუმლო პოლიციის უფროსი, ბერია ნამდვილად იყო ბოროტი ადამიანი. მისი ერთ-ერთი ცნობილი ციტატაა: "მაჩვენე კაცი და გაჩვენებ დანაშაულს“.
ისინი უბრალოდ გადაწყვეტენ რომ შენ ხარ სამიზნე და შემდეგ დანაშაულსაც იპოვიან", - ამბობს ილონ მასკი. წყარო