"უნდა ითქვას, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მისმა ლიდერებმა შეაჩერეს" - ესტონეთის პრემიერი - კვირის პალიტრა

"უნდა ითქვას, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მისმა ლიდერებმა შეაჩერეს" - ესტონეთის პრემიერი

საქართველოს არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უნდა ვთქვათ, რომ ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმა შეაჩერეს. ასე რომ, ჩვენ ამას განვიხილავთ“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"