"თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ ჯანსაღი მოვლენაა, როცა ქალს შეუძლია ჩაეწეროს კაცად, ან კაცი ჩაეწეროს ქალად, მაშინ კი ბატონო, გავაუქმოთ კანონი - მაშინ შემიძლია წარმოვიდგინო თავი რომელიმე ცხოველად და რატომ არ უნდა ჩავეწერო ასეთად?!" - კვირის პალიტრა

"თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ ჯანსაღი მოვლენაა, როცა ქალს შეუძლია ჩაეწეროს კაცად, ან კაცი ჩაეწეროს ქალად, მაშინ კი ბატონო, გავაუქმოთ კანონი - მაშინ შემიძლია წარმოვიდგინო თავი რომელიმე ცხოველად და რატომ არ უნდა ჩავეწერო ასეთად?!"

არის ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყანა, სადაც ქალს შეუძლია გადაეწეროს კაცად, ან კაცი შეიძლება გადაეწეროს - თუ ვინმეს დაამტკიცებს, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, შემიძლია ხვალ წარმოვიდგინო საკუთარი თავი მაგალითად, რომელიმე ცხოველად და რატომ არ უნდა ჩავეწერო ასეთად?! ამ დონის აბსურდზეა საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ჯანსაღია და ქალს უნდა ერქვას ქალი, კაცს კი - კაცი.

„ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი არის უმარტივესი და სინამდვილეში ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა. ქალს უნდა ერქვას ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი. არის ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყანა, სადაც ქალს შეუძლია მივიდეს საჯარო რეესტრში თუ სამოქალაქო რეესტრში და შეუძლია გადაეწეროს კაცად, ან კაცი შეიძლება მივიდეს რეესტრში და შეიძლება გადაეწეროს ქალად. ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთი პუნქტი, რასაც ეხება ეს კანონი. თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, რომ ქალი რომ ხარ შეგიძლია მიხვიდე და ჩაეწერო კაცად, ან კაცი რომ ხარ შეგიძლია ჩაეწერო ქალად, მაშინ კი ბატონო, გავაუქმოთ ეს კანონი. თუ ამას დაგვიმტკიცებენ, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, შემიძლია ხვალ წარმოვიდგინო საკუთარი თავი მაგალითად, რომელიმე ცხოველად და რატომ არ უნდა ჩავეწერო ასეთად?! ან რატომ არ უნდა გაუქმდეს ჩემი როგორც ადამიანის რეგისტრაცია, ხომ?! ამ დონის აბსურდზეა საუბარი. ასევე საუბარია იმაზე, რომ ბავშვებში არ შეიძლება წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება ეს მოხდეს საბავშვო ბაღებში და სკოლებში, არ შეიძლება ტელევიზია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იყოს გამოყენებული ლგბტ პროპაგანდისთვის. ჩვენი აზრით, ეს არის ჯანსაღი კანონი თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ საპირისპირო რამე არის ჯანსაღი, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად, საზოგადოება როცა ამ ყველაფერს უყურებს, მე არ მგონია, რომ კარგი შთაბეჭდილება რჩებოდეს. არ შეიძლება ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ ამას, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.