ამსტერდამში ფეხბურთის ისრაელელი გულშემატკივრები ქუჩებში დაარბიეს და სცემეს, არიან დაშავებულები
ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, თელ-ავივის “მაკაბის“ საფეხბურთო გუნდის ასობით გულშემატკივარს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი ნიდერლანდის “აიაქსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ სტადიონს ტოვებდნენ.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გედეონ საარმა განაცხადა, რომ დაშავდა 10 მოქალაქე და მან ამსტერდამში მყოფ ისრაელელებს სასტუმროებში დარჩენა ურჩია. გააგრძელეთ კითხვა