როგორ გახდა 16 წლის ბიჭი ყველაზე ახალგაზრდა პოლიტმატიმარი რუსეთში? - კვირის პალიტრა

როგორ გახდა 16 წლის ბიჭი ყველაზე ახალგაზრდა პოლიტმატიმარი რუსეთში?

7 ნო­ემ­ბერს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მოს­წავ­ლის არ­სე­ნი ტურ­ბი­ნის გა­ნა­ჩე­ნი ძა­ლა­ში და­ტო­ვა.

ბიჭი 15 წლის იყო, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლომ 5 წლით გა­მო­სას­წო­რე­ბელ კო­ლო­ნი­ა­ში გაგ­ზავ­ნა. არ­სენს ბრა­ლი დას­დეს, რომ "ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და". ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში მისი ოპო­ზი­ცი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი "ქცე­ვის დარ­ღვე­ვად" მი­იჩ­ნი­ეს.სა­სა­მარ­თლომ "მე­დი­ა­ზო­ნას­თან" გა­ნა­ცხა­და, სას­ჯე­ლი შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ზუს­ტად არ უთ­ქვამს, რო­გორ. მოს­წავ­ლის დე­დის, ირი­ნა ტურ­ბი­ნის თქმით კი, მის შვილს სას­ჯე­ლი 24 დღით შე­უმ­ცირ­და, რად­გან "თავ­და­პირ­ვე­ლად სას­ჯე­ლი არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სტა­ცი­ო­ნა­რულ გა­მოკ­ვლე­ვა­ზე გა­ტა­რე­ბულ დროს". მისი თქმით, „სხვა ყვე­ლა­ფე­რი უც­ვლე­ლი დარ­ჩა“.

და­ბა­დე­ბის დღე წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში

არ­სე­ნი ტურ­ბინ­მა მე­თექ­ვსმე­ტე და­ბა­დე­ბის დღე 2024 წლის აგ­ვის­ტო­ში მოს­კო­ვის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის ცენ­ტრში აღ­ნიშ­ნა. მას­წავ­ლე­ბელ­მა მას და­ბა­დე­ბის დღე მი­უ­ლო­ცა და "პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბე­ბი" უსურ­ვა. არ­სე­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია რუ­სეთ­ში.

ტურ­ბი­ნი და­ი­ბა­და დუ­ბა­ი­ში, მისი მამა არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის მო­ქა­ლა­ქეა. მაგ­რამ ბიჭი რუ­სეთ­ში ქა­ლაქ ლივ­ნი­ში, დე­დას­თან და ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და. სწავ­ლობ­და რე­გი­ო­ნის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სკო­ლა­ში S. N. Bulgakov-ის სა­ხე­ლო­ბის ლი­ვე­ნის ლი­ცე­უმ­ში.

წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ცალ­კე ფლი­გე­ლი იყო არას­რულ­წლო­ვან ბრალ­დე­ბულ­თათ­ვის. რუ­სუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და საკ­ვი­რაო სკო­ლა­ში, არის საკ­ლა­სო ოთა­ხი და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი. ტურ­ბინ­მა დე­დას უთხრა, რომ მისი მას­წავ­ლებ­ლე­ბი კარ­გე­ბი იყ­ვნენ და კრი­მი­ნა­ლი­ვით არ ეპყრო­ბოდ­ნენ.

ვოდ­ნიკ­ში არ­სე­ნი სა­კან­ში ოთხი მო­ზარ­დთან ერ­თად მო­ა­თავ­სეს. წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ყოფ­ნის ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ტურ­ბინ­მა 17 კგ და­იკ­ლო და ჩა­ვარ­და დეპ­რე­სი­ა­ში. ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში მან დე­დას მის­წე­რა, რომ თა­ნა­საკ­ნე­ლი სცემ­და.

მას შემ­დეგ, რაც ირი­ნა ტურ­ბი­ნამ წე­რი­ლის ეს ფრაგ­მენ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ბი­ჭის ბე­დით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ და არ­სე­ნის მე­ზო­ბე­ლი სხვა სა­კან­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. 15 ოქ­ტომ­ბერს ტურ­ბინ­მა დე­დას მის­წე­რა, რომ კარ­გად იყო და სთხო­ვა, წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ხუთი ადა­მი­ა­ნის­თვის ლანბიჭ­ჩი შე­ეკ­ვე­თა - წი­წი­ბუ­რა და ნა­გეთ­სე­ბი. ტურ­ბი­ნა ფიქ­რობს, რომ მის შვილს თა­ნა­საკ­ნე­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა სურ­და.

"მან თქვა, რომ ახლა სა­კან­ში მდგო­მა­რე­ო­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რია, რომ მას არა­ვინ ერ­ჩის, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი უნდა გაგ­ზავ­ნონ გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­სა­მოწ­მებ­ლად“, - ამ­ბობს ირი­ნა ტურ­ბი­ნა.

წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში არ­სენს კვი­რა­ში ერთხელ უფ­ლე­ბა აქვს რომ დე­დას და­ურ­ე­კოს მაგ­რამ ის ოჯახს იშ­ვი­ა­თად ეკონ­ტაქ­ტე­ბა. მო­სა­მარ­თლე და­რეკ­ვის უფ­ლე­ბას აძ­ლევს, მაგ­რამ არ­სენ­მა დე­დას მხო­ლოდ ერთხელ და­უ­რე­კა - 8 ოქ­ტომ­ბერს. 22 ოქ­ტომ­ბერს ტურ­ბი­ნამ წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში და­რე­კა სა­ჩივ­რით, რომ შვი­ლი მას არ ურე­კავ­და, რის შემ­დე­გაც ტურ­ბინ­მა ჯერ ბა­ბუ­ას და­უ­რე­კა, ორი დღის შემ­დეგ კი დე­დას. იხილეთ სრულად