"ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ“ - რას აცხადებს ფრანგი ევროპარლამენტარი? - კვირის პალიტრა

"ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ“ - რას აცხადებს ფრანგი ევროპარლამენტარი?

ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ“, მოსკოვმა კი, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ლუაზო ამ ფორმით გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 8 ნოემბერს ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპელ ლიდერებს დრო არ ჰქონდათ საქართველოს შესახებ „არსებითი დებატებისთვის“.

„ბუდაპეშტში შეხვედრის დროს ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ”. მოსკოვმა, თავის მხრივ, დრო გამონახა, რომ ის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია. არასდროს არ ვსწავლობთ“, - წერს ლუაზო.

"ინტერპრესნიუსი"