რამდენიმე წელში ქალაქებს წყალი დაფარავს, მათ შორის ცნობილ ტურისტულ ადგილებს - როგორი იქნება მსოფლიო 2070 წელს - კვირის პალიტრა

რამდენიმე წელში ქალაქებს წყალი დაფარავს, მათ შორის ცნობილ ტურისტულ ადგილებს - როგორი იქნება მსოფლიო 2070 წელს

ცოტა ხნის წინ ინ­ტერ­ნეტს ვირუ­სუ­ლად მო­ე­დო Tik-Tok-ის აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს თა­ვის მო­მა­ვალს სთა­ვა­ზობ­და. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი ფილტრი გაჩ­ვე­ნებთ თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბით 50 წლის შემ­დეგ - და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნით და ღრმა ნა­ო­ჭე­ბით. რამ­დე­ნი­მე თვე­ში ფილტრმა და­ახ­ლო­ე­ბით 11 მი­ლი­არ­დი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა. სა­კუ­თა­რი და­ბე­რე­ბუ­ლი თა­ვის ხილ­ვის შე­დე­გად შე­საძ­ლოა, უფრო მეტი მზის­გან დამ­ცა­ვი ან და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი გა­მო­ვი­ყე­ნოთ, მაგ­რამ რა ხდე­ბა თუ მოგ­ვინ­დე­ბა ვნა­ხოთ, რო­გორ იქ­ნე­ბა სამ­ყა­რო კლი­მა­ტუ­რი დათ­ბო­ბის შე­დე­გად? ამ თე­მა­ზე National Geographic-მა ვრცე­ლი მა­სა­ლა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა.

სამ­ყა­რო 50 წე­ლი­წად­ში

2023 წლის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც პლა­ნე­ტა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი დათ­ბო­ბის გზა­ზეა, სუ­რა­თი არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო იქ­ნე­ბა. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კლი­მა­ტო­ლო­გე­ბის პროგ­ნო­ზით მომ­დევ­ნო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლიო სა­ხი­ფა­თო ტემ­პე­რა­ტუ­რულ ზღვარს გა­ივ­ლის, თუ ქვეყ­ნე­ბი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ არ შე­ამ­ცი­რე­ბენ წი­ა­ღი­სე­უ­ლის წვას. 2020 წელს, National Geographic-მა შექ­მნა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც გვაჩ­ვე­ნებს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა სამ­ყა­რო 50 წლის შემ­დეგ: 2070 წლის­თვის ბოს­ტო­ნი უფრო მე­ტად ბარ­დველს ემ­სგავ­სე­ბა, კენ­ტუ­კის შტა­ტი, ზა­ფხუ­ლი სა­შუ­ა­ლოდ 8°F-ით უფრო ცხე­ლი იქ­ნე­ბა. უფრო ცხე­ლი იქ­ნე­ბა ჰა­ნოი, ვი­ეტ­ნა­მი და ა.შ. გააგრძელეთ კითხვა