"პრინ­ცე­სა მაია (მაკა) და­დი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ას ეკუთ­ვნის " - დუდუ დადიანის ულამაზესი და, რომელსაც საზღვარგარეთ კარგად იცნობენ - რას საქმიანობს მაკა დადიანი - კვირის პალიტრა

"პრინ­ცე­სა მაია (მაკა) და­დი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ას ეკუთ­ვნის " - დუდუ დადიანის ულამაზესი და, რომელსაც საზღვარგარეთ კარგად იცნობენ - რას საქმიანობს მაკა დადიანი

მას მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თველ პრინცს ეძახ­დნენ. მათ, ვი­საც 90-იან წლებ­ში უცხოვ­რი­ათ, ყვე­ლამ იცო­და ვინ იყო ცნო­ბი­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი დუდუ და­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც 13 ნომ­რით თა­მა­შობ­და.

არის­ტოკ­რა­ტუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის სპორ­ტსმე­ნი ხში­რად ეხ­ვე­ო­და ხი­ფა­თი­ან და ავან­ტი­უ­რულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. ერთხელ, ლაშ­ქრო­ბი­სას ნა­დი­რო­ბი­სას, მან და მის­მა მე­გო­ბარ­მა შემ­თხვე­ვით გა­დაკ­ვე­თეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი, რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე დღე მე­სა­ზღვრე­ებ­მა ტყვედ ამ­ყო­ფეს, სა­ნამ ნა­თე­სა­ვებ­მა ყვე­ლა­ფე­რი არ გა­არ­კვი­ეს და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა არ შეძ­ლეს.

202405191410446227-42046-1731142320.jpg

დუდუ 2002 წელს თბი­ლის­ში, სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში მოკ­ლეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, კონ­ფლიქ­ტი მასა და უც­ნობ პირს შო­რის მომ­ხდარ შე­ლა­პა­რა­კე­ბას მოჰ­ყვა, თუმ­ცა, მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლია.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ორ­ჯერ გა­ნახ­ლდა, ახა­ლი არა­ფე­რი გა­ურ­კვე­ვი­ათ და არც დამ­ნა­შა­ვე დას­ჯი­ლა, რაც უამ­რავ კი­თხვას ბა­დებს.

დუ­დუს ძმის, ლე­ვან და­დი­ა­ნის თქმით, მათ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მოჰ­კი­თხეს და გა­მო­ძი­ე­ბა­ში მხარ­და­ჭე­რა სთხო­ვეს. მი­უ­ხე­და­ვად იმე­დე­ბის, საქ­მის შე­სა­ხებ მათ­თვის და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია აღარ მი­უ­წო­დე­ბი­ათ.

"მე და მა­მა­ჩე­მი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დაგ­ვი­ბა­რეს - საქ­მე გაგ­ვახ­სნე­ვი­ნე­თო. წყალ­წა­ღე­ბუ­ლებს დახ­მა­რე­ბას გვთხოვ­დნენ. მა­შინ უბ­რა­ლოდ გა­მოგ­ვკი­თხეს... გაგ­ვი­ხარ­და, საქ­მე და­იძ­რაო. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა კახა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა გვი­თხრა, იმე­დი გვაქვს, გვერ­დში დაგ­ვიდ­გე­ბი­თო. ამის შემ­დეგ გა­გი­გი­ათ რამე? მე სა­გა­ზე­თო ჭო­რე­ბის გარ­და, არა­ფე­რი მსმე­ნია. იმ მო­მენ­ტში ჩემ­ზე ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლა (ზე­წო­ლა შემ­დეგ და­ი­წყო).

და­კი­თხვის დროს აბ­სურ­დულ რა­ღა­ცებს მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, იმ სუ­ლე­ლურ ვერ­სი­ებს ვერც გა­ვი­მე­ო­რებ. მათ მიერ შე­თხზუ­ლი სცე­ნა­რი ასე­თი იყო: თით­ქოს ვატო ყი­ფი­ან­მა მოკ­ლა კახი ასა­თი­ა­ნი, რად­გან კა­ხიმ თა­ვის დრო­ზე შვი­ლის, მაკა ასა­თი­ა­ნის გამო იძია შური და მო­აკ­ვლე­ვი­ნა დუდუ... ეს იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია, ლა­პა­რა­კი არც მინ­და. სა­ნამ და­მი­ჭერ­დნენ, მა­ნამ­დე პრე­სით გავ­რცელ­და ეს სუ­ლე­ლუ­რი ვერ­სია...“ - იხ­სე­ნებ­და წლე­ბის შემ­დეგ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ძმა, ლე­ვან და­დი­ა­ნი.

33352x-41996-1731142320.jpg

"დუ­დუს და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში და­ვი­თი უწე­რია, მაგ­რამ ჩემი შერ­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლი შერ­ჩა... მი­მაჩ­ნია, რომ დუ­დუმ და მის­მა თა­ო­ბამ კა­ლათ­ბურ­თის ერ­თგვა­რი ეპო­ქა შექ­მნეს. მი­სა­ბა­ძი კაცი გახ­და დუ­დუც და მისი თა­ო­ბის ბი­ჭე­ბიც. არ­სე­ბობს შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნის ფე­ნო­მე­ნი და დუდუ იყო ასე­თი. ცოტა გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია იმის თქმა, რომ მე­ქალ­თა­ნე იყო. თუმ­ცა ქა­ლე­ბის ფა­ვო­რი­ტი მარ­თლაც გახ­ლდათ.

მატ­ჩის დროს დარ­ბაზ­ში ცალ­კე ის­ხდნენ მისი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გო­გო­ნე­ბი და როცა დუდუ ბურთს მი­ი­ღებ­და, შე­ძა­ხი­ლე­ბით ამ­ხნე­ვებ­დნენ. სა­მა­გა­ლი­თო კაცი და ნაღ­დი ქარ­თვე­ლი იყო. ძნე­ლია ძმა­ზე ლა­პა­რა­კი, უბე­დუ­რე­ბაა, რომ აღარ მყავს. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ (დუდუ წლის და 4 თვის იყო, დედა რომ და­ა­ვად­და...), დუ­დუს მე და ჩვე­ნი უფ­რო­სი და - მაკა ვზრდი­დით. წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი მო­ი­შა­ლა და სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, მა­მას მე­ო­რე ცოლ­მა, ნამ­დვი­ლი დე­დო­ბა გა­უ­წია, სა­ოც­რად ეს­მო­დათ ერ­თმა­ნე­თის...“ - ამ­ბობს ლე­ვან და­დი­ა­ნი.

დუდუ და­დი­ა­ნის "უც­ნო­ბი" ცნო­ბი­ლი და, მაკა და­დი­ა­ნი

მაკა და­დი­ა­ნი, რო­მელ­მაც უფ­როს ძმას­თან ერ­თად დუდუ გა­ზარ­და წლე­ბია რაც შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მის შე­სა­ხებ ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა სა­ზღვრებს გა­რეთ მა­კას კარ­გად იც­ნო­ბენ, ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მხატ­ვა­რია. გააგრძელეთ კითხვა