"ვინდმანის ჩვენების თანახმად, ტრამპმა ზელენსკის მისი მოთხოვნების შესრულება მოსთხოვა" - ტყუპი ძმები უკრაინიდან, რომლებიც ტრამპი-ზელენსკის "სკანდალური საუბრის" მოწმეები იყვნენ
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის არჩევნების შედეგად, რომელიც პრეზიდენტის კენჭისყრის პარალელურად ჩატარდა, კონგრესმენი უკრაინელი ევგენი ვინდმანი გახდა. იგი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეში ერთ-ერთი მოწმე იყო. მან და მისმა ტყუპმა ძმამ ალექსანდრემ მსოფლიო პოპულარობა 2019 წელს მოიპოვეს, როდესაც აცხადებდნენ, რომ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შანტაჟს ცდილობდა.
ძმები ვინდმანების განცხადებამ არა მხოლოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დააჩქარა, არამედ შეცვალა ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის. მოგვიანებით ტრამპმა ისინი თანამდებობიდან გაათავისუფლა.მაგრამ ახლა, ამ მოვლენებიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ, ვირჯინიელებმა ხმა მისცეს ევგენი ვინდმანს წარმომადგენელთა პალატაში, რომელიც კენჭს იყრიდა როგორც დემოკრატი კანდიდატი - დემოკრატიული პარტიისთვის, რომელიც იშვიათად იმარჯვებდა კონგრესის არჩევნებში ვირჯინიაში, ეს დიდი გამარჯვებაა.
ტყუპი ძმები კიევიდანევგენი და ალექსანდრე ვინდმანები დაიბადნენ კიევში, ებრაულ ოჯახში, 1975 წელს. სამი წლის იყვნენ, როცა დედა კიბოთი გარდაიცვალა, მამამ კი შვილებთან ერთად ამერიკაში გაქცევა გადაწყვიტა. ისინი ნიუ-იორკში 1979 წლის შობის ღამეს ჩავიდნენ, „ჯიბეში 759 დოლარით და ამერიკული ოცნების ღრმა რწმენით“.
თავიდან სამი შვილის მამა ფულს ავეჯის გადაზიდვით შოულობდა, ინგლისურის სწავლის შემდეგ, ინჟინერიის გამოცდები ჩააბარა და ნიუ-იორკის გვირაბების მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. გააგრძელეთ კითხვა