"აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ ჩემი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა. რეს­ტო­რან­შიც ვერ შევ­დი­ო­დი რომ კონ­ცერ­ტი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა... ჩემი ჰონორარი დაბალი იყო, რადგან არ შემეძლო რეგიონის კონცერტებზე სიარული..." - რას ჰყვება ეკა კვალიაშვილი წარსულზე და წინასაარჩევნო კონცერტზე? - კვირის პალიტრა

"აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ ჩემი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა. რეს­ტო­რან­შიც ვერ შევ­დი­ო­დი რომ კონ­ცერ­ტი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა... ჩემი ჰონორარი დაბალი იყო, რადგან არ შემეძლო რეგიონის კონცერტებზე სიარული..." - რას ჰყვება ეკა კვალიაშვილი წარსულზე და წინასაარჩევნო კონცერტზე?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, 8 ოქ­ტომ­ბრი­დან 26 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, პარ­ტი­ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სა­კონ­ცერ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და­ი­ქი­რა­ვა, მათ შო­რის: მუ­სი­კო­სე­ბი, წამ­ყვა­ნე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი. სი­ა­ში, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ვხე­დავთ, რომ მომ­ღერ­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თის­გან მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რე­ბი აი­ღეს.

მა­გა­ლი­თად, ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის ჰო­ნო­რა­რი 637 ლა­რია, იგი­ვე თან­ხა აიღო და­თუ­ნა მგე­ლა­ძე­მაც. რომა რცხი­ლა­ძის ჰო­ნო­რა­რი 3125 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა, სოფო ბე­დი­ამ 5739 ლარი აიღო, იუ­მო­რის­ტმა ჯიმო აბე­სა­ძემ კი 10 204 ლარი.

ეკა კვა­ლი­აშ­ვილს ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად და­ვუ­კავ­შირ­დით და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი მისი ჰო­ნო­რა­რის სიმ­ცი­რით და­ი­წყო:

- ჩემი ჰო­ნო­რა­რი უფრო მეტი იყო, მაგ­რამ და­ბა­ლი იყო, იმი­ტომ რომ მხო­ლოდ ორ კონ­ცერ­ტზე გა­მო­ვე­დი. ისი­ნი ბევრ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მე ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო, არ შე­მეძ­ლო რე­გი­ო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლი.

- წერ­დნენ, რომ ეკა მაგ სი­ი­დან ყვე­ლა­ზე კარ­გად მღე­რის და რა­ტომ უნდა ჰქონ­დეს და­ბა­ლი ჰო­ნო­რა­რიო...

- მერე ეკა თუ ყვე­ლა­ზე კარ­გად მღე­რის, სა­დაც სა­ჭი­როა იქ და­წე­რონ, ასე ერ­თმა­ნეთს რომ წე­რენ, რა აზრი აქვს. ისე შე­ვეჩ­ვიე ამას, რომ მი­შას პე­რი­ო­დი­დან ჩრდილ­ში ვარ. ახლა ასე ძა­ლი­ან აღარ, მაგ­რამ აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ ჩემი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა. რეს­ტო­რან­შიც ვერ შევ­დი­ო­დი რომ კონ­ცერ­ტი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა, მაგ დროს დავ­კარ­გე ბინა, რომ ბან­კის ვალი ვე­ღარ გა­და­ვი­ხა­დე. რა შე­და­რე­ბაა, უბ­რა­ლოდ იმ პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი იმ­დე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბა გა­მო­ვი­ა­რე. გააგრძელეთ კითხვა