წყალდიდობა ესპანეთში - "30 მანქანა წყლის ნაკადმა ზღვისპირა ქალაქ კადაკესში გამორიყა"
ვალენსიაში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობიდან ერთი კვირის შემდეგ, უამინდობამ ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მიაღწია.
კატალონიის სახანძრო სამსახურმა გაავრცელა 30 მანქანის ფოტო, რომლებიც წყლის ნაკადმა ზღვისპირა ქალაქ კადაკესში გამორიყა. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ წვიმის ინტენსივობა შემცირდა.
ერთ-ერთმა მცხოვრებმა დაწერა: "ძალიან მძიმე ვითარებაა კადაკებში, ათობით მანქანა წაიღო ნაკადმა და ხიდი გადაკეტა. მსგავსი რამ მრავალი წელია არ მომხდარა“. გააგრძელეთ კითხვა