"აშშ-მა, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის თარიღი და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უახლოეს მომავალში გამოაცხადოს" - კვირის პალიტრა

"აშშ-მა, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის თარიღი და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უახლოეს მომავალში გამოაცხადოს"

ამერიკის შეერთებული შტატებიდან უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ველოდოთ განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თარიღსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით , - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, ტუსკმა აღნიშნა, რომ ასეთი გეგმა, მოსამზადებელ ეტაპზეა.

მისი აზრით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დეკლარაცია, კერძოდ ცეცხლის შეწყვეტის თარიღთან დაკავშირებით, რომელ საზღვარზე იმოქმედებს ის და ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

”ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც გაითვალისწინებს აშშ-ის ნაკლებ ჩარევას უკრაინის საქმეებში,” - განმარტა ტუსკმა.

IPN