"თავისუფლების გზაზე ჩავარდნები ბუნებრივია, დანებება - დაუშვებელი - პროტესტი და წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს"
არასწორია აზრი, რომ ხალხმა ვერ გაიმარჯვა ამ არჩევნებზე. სწორია - ხალხმა გაიმარჯვა, მაგრამ რეჟიმი ცდილობს, მიიტაცოს გამარჯვება, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძემ განაცხადა
მანჯგალაძის თქმით ყველაფერი საზოგადოების გამძლეობაზე და მონდომებაზეა და პროტესტი და წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს
"არასწორია აზრი, რომ ხალხმა ვერ გაიმარჯვა ამ არჩევნებზე. სწორია - ხალხმა გაიმარჯვა, მაგრამ რეჟიმი ცდილობს მიიტაცოს ეს გამარჯვება. ახლა ყველაფერი ჩვენს გამძლეობაზე და მონდომებაზეა. პროტესტი და წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს. ხელისუფლებას ახლა მხოლოდ ერთი მოკავშირე ჰყავს - უიმედობა. რომ არაფერი გამოვა, ეს აზრი უნდა უკუვაგდოთ, რადგან თუ წინააღმდეგობას შევწყვეტთ, ეს რეალობაც სანატრელი გახდება, სადაც დღეს ვართ. თავისუფლების გზაზე ჩავარდნები ბუნებრივია, დანებება - დაუშვებელი" , - განაცხადა მანჯგალაძემ.
IPN