„პალიტრა L“ ერთგულ მკითხველს წიგნის ფესტივალზე ელის - „თბილისის წიგნის დღეები“ 15 ნოემბერს დაიწყება!
ყოველი შემოდგომა თბილისში მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენებით გამოირჩევა, რაც მკითხველს აერთიანებს და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს სთავაზობს. წიგნის მოყვარულთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი ღონისძიება "თბილისის წიგნის დღეებია", რომელიც წელს 15 ნოემბერს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში, 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიება ჩატარდება EXSPO Georgia-ს მე-11 პავილიონში, სადაც სტუმრებს ელოდებათ უამრავი სიახლე და სიურპრიზი.
გამომცემლობა "პალიტრა L" ტრადიციულად გამორჩეულად მონაწილეობს "თბილისის წიგნის დღეებზე". წელს ის სტუმრებს მრავალფეროვანი აქტივობებით, სიახლეებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით დახვდება. ფესტივალზე იქნება სპეციალური ფასდაკლებები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ასევე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის აპლიკაციასა და ვებგვერდზე www.palitral.ge
"თბილისის წიგნის დღეებზე" მისულ სტუმრებს დახვდებათ "პალიტრა L"-ის სპეციალური სტენდი, რომელზეც ექსკლუზიური შეთავაზებები იქნება წარმოდგენილი. იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლებები, რომლებიც მოიცავს პოპულარულ და ახალ გამოცემებს. ამ სამი დღის პერიოდში სტუმრებს შეეძლებათ შეიძინონ წიგნები განსაკუთრებულ ფასად.
15, 16 და 17 ნოემბერს ასევე გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ავტორებთან, რაც მკითხველებს შესაძლებლობას მისცემს მოუსმინონ მათ, უკეთ გაეცნონ მათი შემოქმედების დეტალებს და დასვან კითხვები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც თითოეულ დამსწრეს დაეხმარება, გაეცნოს ლიტერატურულ სამყაროს და დაეკონტაქტოს საყვარელი წიგნების ავტორებს.
აღსანიშნავია, რომ წიგნის ფესტივალი არა მხოლოდ მოზრდილებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც განსაკუთრებულად საინტერესო იქნება. პატარებს დახვდებათ საყვარელი მულტფილმის პერსონაჟის, გუდას მასკოტი, რომელიც მათ გაართობს და მხიარულ ატმოსფეროს შექმნის. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი აქტივობა, რაც ბავშვების წიგნებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას უზრუნველყოფს.
როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, 2024 წლის "თბილისის წიგნის დღეებზე" ბევრი საინტერესო სიახლე იქნება. წარმოდგენილი იქნება ოცდაათზე მეტი ახალი საინტერესო წიგნი, რომლებიც მკითხველებს აუცილებლად მოეწონებათ. მათ შორის ბევრი სიახლე საბავშვო ლიტერატურიდანაც იქნება. გამორჩეული და ინტერაქციული აქტივობა იქნება "პალიტრა L"-ის სპეციალურ სტენდთან, რომელიც მოიცავს სტუმრების აქტიურ ჩართულობას, გართობას, საჩუქრებსა და სიურპრიზებს. ასევე, მოეწყობა შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან.
რამდენიმე ახალი წიგნი, რომლებიც ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი
სტივენ კინგი - "ზღაპარი"
სტივენ კინგის ამ ნაწარმოების ქართული თარგმანი, რომელსაც მკითხველი მოუთმენლად ელოდა, ფესტივალზე დაგხვდებათ. ეს წიგნი სრულებით განსხვავებული სიუჟეტით გამოირჩევა და ყურადღებას იპყრობს თავისი იდუმალებითა და დრამატიზმით.
თინათინ ბერიძე - "მსხვერპლნი"
ქართველი მწერლის, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის გამარჯვებულის, თინათინ ბერიძის ახალი წიგნი ფემიციდის თემაზეა აგებული. სიუჟეტი მკითხველს აცნობს რთული ემოციური შინაარსის ისტორიებს, რომლებიც ოჯახურ და სოციალურ პრობლემებს ეხმაურება.
პაოლო ჯორდანო - "მარტივი რიცხვების მარტოობა"
ეს წიგნი საოცარი სიუჟეტითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გამოირჩევა, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის ლიტერატურის მოყვარულთათვის.
აგათა კრისტი - "უტყვი მოწმე"
ყველასათვის საყვარელი აგათა კრისტის კლასიკური დეტექტივი ერკიულ პუაროს მონაწილეობით მკითხველს წარმოუდგენს მის ბრწყინვალე გამოძიების ისტორიას.
ჯენიფერ ლინ ბარნსი - "მემკვიდრეობის თამაშები"
სიუჟეტი, რომელიც სავსეა თავგადასავლებითა და ანაგრამებით, მკითხველს სარისკო თამაშში მონაწილეობას შესთავაზებს.
ბერნარდინ ევარისტო - "მანიფესტი"
ბრიტანელი მწერლის, ბუკერის პრემიის ლაურეატის ეს წიგნი გაგაოცებთ საჭირბოროტო თემების გაშუქებითა და საინტერესო ისტორიებით.
ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი - "ნამასტე"
ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის ახალი წიგნი "ნამასტე" შთამაგონებელი და სიღრმისეული ნამუშევარია, რომელიც გვთავაზობს ინდური სიბრძნისა და ფილოსოფიის გზას ბედნიერების, სრულყოფილებისა და წარმატების მისაღწევად. წიგნის ავტორები, რომლებიც უკვე ცნობილი არიან პოპულარული ნაშრომით "იკიგაი", ამჯერად მკითხველს სთავაზობენ ინდური კულტურისა და სულიერი პრაქტიკების გაცნობას. "ნამასტე" მოიცავს პრაქტიკულ რჩევებს, ისტორიულ მაგალითებსა და გზამკვლევებს, რომლებიც საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს, იპოვოს სულიერი ჰარმონია და მიზანი ცხოვრებაში.
ტომ პერსივალი - "ცუდი ფეხსაცმელი"
უილი ღარიბი ბიჭია, მამამ სამსახური დაკარგა, იმიტომ, რომ ფეხი დაუსახიჩრდა, თავად ფეხსაცმელები გაუცვდა და წყალი შესდის, ხშირად სასოწარკვეთილია და გამოსავალს ეძებს, თანაც გარშემო იმდენი საცდურია. ცუდ ბიჭებსაც რა გამოლევს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ცუდი ფეხსაცმელების გამოცვლა ცუდი საქმეებით შეიძლება. მაგრამ თურმე ზოგიერთი ცუდი ბიჭიც მასავით ებრძვის ცხოვრებას. საბედნიეროდ, უილს კარგი მეგობარი ჰყავს, თავადაც ერთგული მეგობარი და მამაცი ბიჭია. მთავარია, იმედი არ დაკარგოს, სწორად იფიქროს და ცუდ ფეხსაცმელებსაც აუცილებლად ეშველება.
თუ გსურთ, გაიცნოთ ახალი ავტორები, შეიძინოთ განსაკუთრებული წიგნები სპეციალური ფასდაკლებით და გაატაროთ დრო ლიტერატურულ გარემოში, აუცილებლად ეწვიეთ "თბილისის წიგნის დღეებს".