“ეს სასტიკი ბრძოლა იყო“ - პრინცი უილიამი მეუღლისა და მამის რთულ დიაგნოზზე
სამხრეთ აფრიკაში ვიზიტის დასასრულს, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრინცმა უილიამმა მისი მეუღლის და მამისთვის დასმულ დიაგნოზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “გასული წელი მისთვის ყველაზე მძიმე იყო.“
"საშინელი იყო. ეს ალბათ ყველაზე მძიმე წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ნამდვილად რთული იყო მცდელობა იმისა, რომ ყველაფერი გადამეტანა", - ასე უპასუხა პრინცმა შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორი წელი ჰქონდა სამეფო ოჯახს.
ბუკინგემის სასახლემ მიმდინარე წლის თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეფეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობას იწყებდა. ექვსი კვირის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიმსივნის დიაგნოზის გამო, ქიმიოთერაპიის კურსს უელსის პრინცესა.
”ვამაყობ ჩემი ცოლით, ვამაყობ მამაჩემით, რომ გაუმკლავდნენ ყველაფერს. თუმცა, პირადი თვალსაზრისით, ეს სასტიკი ბრძოლა იყო”,- თქვა უილიამმა. გააგრძელეთ კითხვა