"სურვილები ჩაიფიქრეთ! 11 ნოემბერი წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა, ენერგეტიკული პორტალი იხსნება" - მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას მიმართავს
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას განსაკუთრებული მოვლენის შესახებ აფრთხილებს და წერს, რომ 11 ნოემბერს, სურვილების ასრულების დღეა.
“მეგობრებო, 11 ნოემბერი წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა ენერგეტიკულად. იხსნება ენერგეტიკული პორტალი. 11 ნოემბერს 11:11 წუთზე სურვილები ჩაიფიქრეთ, რადგან საკრალური დღეა (გააკეთეთ ვიზუალიზაცია, წარმოიდგინეთ რომ ასრულდა სურვილი და შესაბამისი განცდა განიცადეთ მკვეთრად).
მზის ქორფა სხივები, ბედნიერება და სიყვარული გაუგზავნეთ ყველას. დაულოცეთ ყველა მშობელს შვილები და ყველა შვილებს მშობლები. ყველას სიკეთეს გისურვებთ, - წერს მიხეილ ცაგარელი.