"ოპოზიციას გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ “ოცნებაზე“ მეტად მოეთხოვებათ და მეტად არ აპატიებს მათ ხალხი ღალატს" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციას გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ “ოცნებაზე“ მეტად მოეთხოვებათ და მეტად არ აპატიებს მათ ხალხი ღალატს"

“ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს აქვს ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა, რომ ისი­ნი ერთ მო­მენ­ტში ად­გე­ბი­ან და შევ­ლენ პარ­ლა­მენ­ტში,“ - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ველ­თან“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ურ­მა სპექტრმა კარ­გად უნდა გა­ი­გოს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მათ არ ენ­დო­ბა, გან­წყო­ბე­ბი ნა­თე­ლია და ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად სა­ჭი­როა ეფექ­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბი.

“მე არ ვიცი რა უნდა გა­ა­კე­თოს ოპო­ზი­ცი­ამ ამ ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად. უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლი­ათ 9 აპ­რი­ლის კად­რი ნა­ხონ, სა­დაც ილია მე­ო­რეს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია უტ­რი­ალ­დე­ბა და ეუბ­ნე­ბა: “მე რომც ვუ­თხრა, ამის მერე უკვე მო­ღა­ლა­ტედ შემ­რა­ცხა­ვე­ნო“...

ოპო­ზი­ცი­ას გა­აზ­რე­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეს, რომ “ოც­ნე­ბა­ზე“ მე­ტად მო­ე­თხო­ვე­ბათ და “ოც­ნე­ბა­ზე“ მე­ტად არ აპა­ტი­ებს მათ ხალ­ხი ღა­ლატს. ხალ­ხის გან­წყო­ბა ზუს­ტად ვიცი. არ არის ნდო­ბა, რომ ისი­ნი ერთ მშვე­ნი­ერ დღეს არ შევ­ლენ,“ - გა­ნა­ცხა­და ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ჯგუფ “და­ი­ტო­ვეს“ მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცია- მსვლე­ლო­ბას შე­უ­ერ­თდა.

შეკ­რე­ბი­ლე­ბი ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ითხო­ვენ.

ambebi.ge