"აქ არ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას - ვიცი, ზოგჯერ რთულია, როცა მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ " - რას აცხადებს მაიკლ როთი - კვირის პალიტრა

"აქ არ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას - ვიცი, ზოგჯერ რთულია, როცა მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ " - რას აცხადებს მაიკლ როთი

აქ არ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას. ვიცი, ზოგჯერ რთულია, როდესაც მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ - მმართველი პარტიას სურს, ჩვენს ნდობას ძირი გამოუთხაროს, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას შორის შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ინტერვენციები მნიშვნელოვანია და ქვეყანაში არსებული პრობლემის დროს ჩარევა სწორი პრაქტიკაა.

“მინდა პირადი შენიშვნით დავიწყო: ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მმართველ პარტიას სურს ჩვენს ნდობას ძირი გამოუთხაროს. ნათლად მოგახსენებთ - ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ძალზე განსხვავებული პოლიტიკური წარსული და იდეოლოგიური საფუძველი გვაქვს. ჩვენ წარმოვადგენთ 8 ქვეყანას, მაგრამ ჩვენ ყველა ვეკუთვნით ევროპას, ევროკავშირს, აქ ვიმყოფებით როგორც ქართველი ხალხის მეგობრები. ჩვენ აქ არ ვიმყოფებით, როგორც მტრები. აქ არ ვიმყოფებით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას. ვიცი, ზოგჯერ რთულია, როდესაც მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ. ინტერვენციები ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია. ნორმალური პრაქტიკაა, რომ მაგალითად ჩემი კოლეგები ახდენენ ინტერვენციას, ჩარევას, როდესაც გერმანიაში იქმნება პრობლემები და ვიხილავთ ჩვენი წევრი ქვეყნების მომავალს. ვუზიარებთ ჩვენს პოზიციებს ერთმანეთს როდესაც საქმე ეხება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ამიტომ ვართ მყარი ევროპელები, ერთი ოჯახი. ოჯახი ნიშნავს მრავალფეროვნებს. ჩვენ აქ ვიმყოფებით სოლიდარობის გამოსახატავად საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის, ვინც მიიღწვის ევროკავშირის წევრობისკენ და სწამს დემოკრატიის ღირებულებების და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების“,- განაცხადა როთმა.

"ინტერპრესნიუსი"