რა ხდება ქართველი მილიარდერის მიხეილ ლომთათიძის გარშემო?! - რატომ გამოეთიშა ქართველი ბიზნესმენი Bloomberg-ის რეიტინგს - კვირის პალიტრა

რა ხდება ქართველი მილიარდერის მიხეილ ლომთათიძის გარშემო?! - რატომ გამოეთიშა ქართველი ბიზნესმენი Bloomberg-ის რეიტინგს

ყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მსოფლიოს 500 მილიარდერების რეიტინგს ისევ გამოეთიშა.

ცნობისთვის, 49 წლის ბიზნესმენი Bloomberg-ის მილიარდერების სიას 2024 წლის 21 სექტემბერსაც გამოეთიშა. აღნიშნული დაკავშირებული იყო მისი კომპანიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან, რასაც ბაზარზე აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.

საუბარია Culper Research-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფინტექს „ამერიკელი ინვესტორები და მარეგულირებლები სისტემურად შეჰყავდა შეცდომაში“.

ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა მიხეილ ლომთაძე და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ Culper Research-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის „არაზუსტი“ და მიზნად ისახავს „ინვესტორების დაბნევას“.

Culper Research-ის კვლევის გავრცელების შემდეგ, 19 სექტემბერს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ლომთაძის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 20%-ით დაეცა. Forbes-ის მონაცემების მიხედვით კი 22 სექტემბერს მისი ქონება 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითაც Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში 581-ე ადგილზე იყო, Bloomberg-ის რეიტინგში კი ვეღარ ხვდებოდა.

განაგრძე კითხვა