81 ათასი დოლარი ერთ ბიტკოინში - რატომ "გაფრინდა" კრიპტოვალუტა?!
ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ბირჟაზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის - ბიტკოინის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და ერთი მონეტის ღირებულებამ 81 ათას დოლარს მიაღწია. ეს კი აღნიშნული კრიპტოაქტივის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია.
ბოლო მონაცემებით, (თბილისის დროით 11:30 საათისთვის) ერთი ბიტკოინი 80 904 დოლარია, რაც 7-დღიან ინტერვალში 17.4%-იანი ზრდაა. ამასთან, აღნიშნული კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 1.603 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.
რა ღირს და როგორ შეიცვალა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტების ღირებულება ერთკვირიან ინტვერვალში:
ბიტკოინი - 80 904 დოლარი - ზრდა 17.4% (კაპიტალიზაცია - 1.6 ტრილიონი დოლარი)ეთერიუმი - 3.136 დოლარი - ზრდა 26.8% (კაპიტალიზაცია - 377.4 მლრდ დოლარი)