პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 19:00 საათზე გაიმართება - კვირის პალიტრა

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 19:00 საათზე გაიმართება

რუსთაველის გამზირზე, დღეს, ახალი არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია „ჩვენ ვართ ევროპა“ გაიმართება.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

დემონსტრაციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.

"ინტერპრესნიუსი"