ცხოვრება ასპერგერის სინდრომით და ბრძოლა, რომელმაც საქართველომდე მოიყვანა: ვინ არის გრეტა ტუნბერგი?
შვედი ეკოაქტივისტი, გრეტა ტუნბერგი დღეს, 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) აქციას გამართავს.
X-ზე გავრცელებულ წერილში, რომელშიც აქტივისტი საზოგადოებას აქტიურობისკენ მოიწოდებს, ასევე ძირითად აქცენტს აზერბაიჯანზე და ბაქოში დაგეგმილ გაეროს კლიმატის კონფერენციაზე (COP29) აკეთებს.
გრეტა ტუნბერგი საქართველოში
“შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა სარგებელი“, - წერს ტუნბერგი პლატფორმა X-ზე.
შვედი აქტივისტი, რომელიც კლიმატის ცვლილებებისთვის იბრძვის, საქართველოში პირველად მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გამოჩნდა. სიახლის შესახებ საზოგადოებას “თბილისი პრაიდის” თანადამფუძნებელმა და ლგბტ ქვიარ აქტივისტმა მარიამ კვარაცხელიამ ამცნო.
ვიდრე გრეტა ტუნბერგი საქართველოში გამოჩნდებოდა, საკმაოდ ვრცელი გზა განვლო.
ის 15 წლის იყო, როდესაც 2018 წელს, შვედეთის პარლამენტის წინ პარასკევობით ერთ ადამიანის საპროტესტო გაფიცვა დაიწყო - მაშინ მოზარდი შვედეთის მთავრობას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ აქტიურ ჩართულობას სთხოვდა.
დროთა განმავლობაში მის მოძრაობას “პარასკევები მომავლისთვის“ (FFF), რომლის ფარგლებშიც მოოსწავლეები სკოლის ნაცვლად, კლიმატის ცვლილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გადიოდნენ, 2018-დან 2021 წლამდე, 24 ქვეყნიდან 17 000 სტუდენტი შეუერთდა.
ბავშვობაგრეტა ტინტინ ელეონარა ერნმან ტუნბერგი შვედეთში, კერძოდ სტოკჰოლმში, 2003 წელს დაიბადა. მისი დედა მსახიობი მალენა ერნმანი, ხოლო მამა- სვანტე ტუნბერგია.
მოგვიანებით გოგონას ასპერგერის სინდრომი დაუდგინეს - ეს არის განვითარების დარღვევა, რომელიც პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა H.Asperger-მა აღწერა. გააგრძელეთ კითხვა