რა ვითარებაა ამ წუთებში ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ოპოზიციონერებმა გუმისთის ხიდი გადაკეტეს? - კვირის პალიტრა

რა ვითარებაა ამ წუთებში ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ოპოზიციონერებმა გუმისთის ხიდი გადაკეტეს?

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპოზიციონერებმა გუმისთის ხიდი გადაკეტეს. ისინი ითხოვენ, სამართალდამცავებმა ის პირები გაათავისუფლონ, რომლემიც ცოტა ხნის წინ დააკავეს.

"ვითხოვთ, გაათავისუფლონ უკონონოდ დაკავებული ოპოზიციის წევრები, რომლებიც "საინვესტიციო ხელშეკრულების" რატიფიცირების წინააღმდეგ გამოდიოდნენ".

screenshot-2024-11-12-004252-1731357906.png

როგორც ცნობილია, აფხაზური ტელეგრამ - არხების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე საათის წინ ოპოზიციონერები მართლაც დააკავეს.

ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას „რესპუბლიკა“ ავრცელებს.

screenshot-2024-11-12-003901-1731357817.png

Эхо Кавказа-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ახლა სოხუმის თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კი სამხედრო ტექნიკის მობილიზება ხდება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

(სპეციალურად საიტისთვის)