სოფელ ალგეთში, 2 წლის ბავშვი აგურის დაცემის შედეგად გარდაიცვალა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, 2 წლის ბავშვს, სავარაუდოდ, აგური დაეცა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა არასრულწლოვანის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
IPN