"თბილისში ახლავე ჩამოდით!" - ვის მოუწოდებს საქართველოში ჩამოსვლისკენ ჟიგიმანტას პავილიონისი
გთხოვთ მხარი დაუჭირეთ საქართველოს, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.
„24 საათიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის საქართველოში, საქართველოს ნამდვილ მეგობრებთან ერთად. გთხოვთ მხარი დაუჭირეთ საქართველოს - ახლა თქვენი ჯერია! არჩევნები მოიპარეს, მაგრამ საქართველოს თავისუფლება, დემოკრატია და ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში მისი გაწევრიანება - ასევე თქვენს ხელშია. თბილისში ახლავე ჩამოდით!“, - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი
"ინტერპრესნიუსი"