"როთი თუ ემხრობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის - გუშინ იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო - სხვა ევროპულ ქვეყანაში მსგავსი რამ რომ გაეკეთებინათ, გააპანღურებდნენ"
როთი თუ ემხრობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის - როთი და მსგავსი ტიპის ელემენტები წარსულია, გუშინ იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის მიერ ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უვიზო რეჟიმის შეჩერებას, მაგრამ პოზიცია შეიცვალა.
კალაძის თქმით, უბინძურესი განცხადებები ვიხილეთ.
„როთითუემხრობავიზალიბერალიზაციისშეჩერებას,მაშინდავღუპულვართ… როთიდამსგავსიტიპისელემენტებიწარსულია, გუშინიყომისიგამოსამშვიდობებელისაღამო. ვნახეთ, ესყველაფერი, უბინძურესიგანცხადებებიდაქმედებარასაცრამდენიმეე.წ. პოლიტიკოსიაკეთებდა. ხომწარმოგიდგენიათ,სხვაევროპულქვეყანაშიმსგავსიქმედებარომგანეხორციელებინათ, გააპანღურებდნენ, პანღურებითგაყრიდნენქვეყნიდან. მაგარიარომქართველიხალხიდადგაიქ, სადაცსჭირდებოდაამქვეყნისმიმავალს. ზურგისტვინითგრძნობსქართველიხალხიმოცემულობას, გამოწვევასდასაფრთხეს“, - აღნიშნაკალაძემ.
ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შეიცვალა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი. როგორც როთი აღნიშნავს, არ შეიძლება საქართველომ ორ სამყაროში იცხოვროს.
"მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი, რომ შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა!" - განაცხადა როთმა.