კლიმატური "დარტყმები" საქართველოზე - როგორი იქნება 2025 წელი და გველის თუ არა ანომალიური სიცხე?! - კვირის პალიტრა

კლიმატური "დარტყმები" საქართველოზე - როგორი იქნება 2025 წელი და გველის თუ არა ანომალიური სიცხე?!

მეცნიერულად დადასტურდა, რომ 2024 წელს დედამიწაზე ტემპერატურა 1,5 გრადუსით იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის დედამიწის მეთვალყურეობის კლიმატის ცვლილების სამსახურმა "კოპერნიკუსმა" გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მსგავს პროგნოზს ბევრი მკვლევარი აქამდეც აკეთებდა. სამსახურის შეფასებით, ეს მონაცემი ახლა უკვე დადასტურდა, რაც საგანგაშოა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს კლიმატურმა ცვლილებებმა საქართველოზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს ვესაუბრეთ.

„საქართველოსთვის 2025 წელი არ იქნება მარტივი. შეიძლება მომავალი წელი არ იყოს ისეთი წვიმიანი, როგორც 2024, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელი უხვნალექიანი იყო, წყალსაცავები კვლავაც არ არის შევსებული. ამიტომ პრობლემური ხდება განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველო, სადაც ექსტრემალური პირობები ფიქსირდება უფრო ხანგრძლივი დროით, ვიდრე იყო მანამდე. შეგახსენებთ იმასაც რომ წელს ზაფხულში, კახეთში დაფიქსირდა, ქარბორბალა, რომელიც დიდი ხანია არავის ახსოვდა. ეს ყველაფერი კი სწორედ კლიმატის ცვლილების შედეგია.

აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც უფრო წყალდეფიციტურია, ვიდრე დასავლეთ საქართველო, უფრო მეტად გაიზარდა ექსტრემალური ტემპერატურის ხანგრძლივობა. კერძოდ, როგორც ადრე იყო, ისე ერთჯერადი აღარ არის და 4-5 დღე, ხან ერთი კვირაც გრძელდება, რაც იწვევს პრობლემას. თუ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით წინსვლა არ გვექნება, ეს პრობლემა ამ რეგიონში უფრო მკაფიო გახდება,“ - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

კითხვაზე, როგორ შეიძლება ამ პრობლემის შეჩერება, ჩხობაძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში საჭიროა ემისიების შემცირება და ამ მხრივ ცვლილებები საქართველოში უკვე დაწყებულია.

განაგრძე კითხვა