ირაკლი კუპრაძე პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ირაკლი კუპრაძე პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „განცხადების დაწერას 80-ჯერ“ არ აპირებენ.

კუპრაძის თქმით, მისი გაერთიანება საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით იურიდიულად გამართულ განაცხადს გააკეთებს, რაც „უპირობოდ დაკმაყოფილდება“

„პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა. 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება.

პ.ს. სხვათა შორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ”, - წერს კუპრაძე „ფეისბუქზე“ და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"