ორი გარდაცვლილი იპოვეს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.
არსებულ ინფორმაციით გარდაცვლილები 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი ახალგაზრდების ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
"ინტერპრესნიუსი"