"ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ჰყავ­და დე­დას, მუ­შა­ობ­და თბი­ლის­ში და ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­და" - რას ჰყვებიან ახალგაზრდაზე, რომელიც თბილისში გარდაცვლილი ნახეს - კვირის პალიტრა

"ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ჰყავ­და დე­დას, მუ­შა­ობ­და თბი­ლის­ში და ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­და" - რას ჰყვებიან ახალგაზრდაზე, რომელიც თბილისში გარდაცვლილი ნახეს

თბი­ლის­ში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბი­ნა­ში, 2 ახალ­გაზ­რდა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 წლის ბიჭი და 21 წლის გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ წინა დღით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. მე­გო­ბარ­მა გან­გა­ში მას შემ­დეგ ატე­ხა, როცა ლაშა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და. საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო და ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში პო­ლი­ცი­ამ ქალ-ვა­ჟის ცხედ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ი­წყო. ცხედ­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს და ახლა ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს, რა გახ­და ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

ერთი ვერ­სი­ით, ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი ნარ­კო­ტი­კით ზე­დო­ზი­რე­ბაა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი მე­გობ­რე­ბი სხვა ვერ­სი­ა­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი გა­ზით ინ­ტოქ­სი­კა­ცია ყო­ფი­ლი­ყო.

ჩვენ და­ვად­გი­ნეთ გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა, ის 23 წლის ლაშა მინ­დე­ლია. მისი ოჯა­ხი წლე­ბის მან­ძილ­ზე ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ახლა რამ­დე­ნი­მე წე­ლია რაც ლაშა თბი­ლის­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ის თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და და ეს ბი­ნაც, სა­დაც ცხედ­რე­ბი იპო­ვეს მას ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი. ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გვი­ან ღა­მით ლაშა მინ­დე­ლის ცხე­და­რი წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ გე­გუთ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც მისი დედა ცხოვ­რობს.

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ლაშა დე­დი­სერ­თა იყო. დედა ამ ერ­თა­დერთ შვილს თავს დას­ტრი­ა­ლებ­და.

"ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვია. მთე­ლი სო­ფე­ლი დას­ტი­რის ლა­შას და ვიწ­ვით მისი დე­დის სა­ცო­და­ო­ბით. ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ჰყავ­და დე­დას, ლაშა ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა იყო. მუ­შა­ობ­და თბი­ლის­ში და ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­და. რა გახ­და ამ ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი, არ ვი­ცით. დე­დამ მარ­ტო გა­ზარ­და, ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­დნენ, მერე რო­გორც ვიცი, იქ ბინა გა­ყი­დეს, გე­გუთ­ში ჰქონ­დათ სო­ფე­ლი და აქ გად­მო­ვი­და დე­და­მი­სი სა­ცხოვ­რებ­ლად. იხილეთ სრულად