"შრომისმოყვარეობა უნდა გახასიათებდეს. რომ ამბობენ, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო, სისულელეა" - ლეო ანთაძე 92 წლის გახდა - კვირის პალიტრა

"შრომისმოყვარეობა უნდა გახასიათებდეს. რომ ამბობენ, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო, სისულელეა" - ლეო ანთაძე 92 წლის გახდა

ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი ლეო ანთაძე 92 წლის გახდა.

"კარგი მსახიობობა რთულია, როლი რომ კარგად ითამაშო და კარგი პროდუქცია შექმნა, ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. შრომისმოყვარეობა უნდა გახასიათებდეს. რომ ამბობენ, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო, სისულელეა. არაფერი არ გამოვა, თუ არ იმუშავე, ხოლო თუ ნიჭიერი ხარ, არ მოგასვენებს ეს ნიჭი და გამუშავებს, ხოდა მე სულ ვმუშაობ!" - აღნიშნავს მსახიობი.

71 წელი სცენაზე!

პროფესიისადმი უსაზღვრო ერთგულებით, სითბოთი, სიყვარულით და საოცარი იუმორის გრძნობით სავსე, ულევი ენერგიის მფლობელი, უნიჭიერესი ადამიანის, ბატონი ლეო ანთაძის დაბადების დღეა.

მარჯანიშვილის თეატრის სახელით ვულოცავთ იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, და შემოქმედებით წარმატებას!

ჩვენ თქვენ ზალიან გვიყვარხართ" - წერია მარჯანიშვილის თეატრის მილოცვაში.