"კვარას" შვილი მონათლეს - რა ფოტოებს ავრცელებს ნიცა თავაძე?
"ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 21 აგვისტოს მამა გახდა. მას და ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ, პატარას დამიანე დაარქვეს.
პატარა დამიანე კვარაცხელიას დაბადების შემდეგ "კვარა" სამშობლოდან ნეაპოლში დაბრუნდა. ხვიჩა და ნიცა ძირითადად სწორედ იქ არიან.
თუმცა დღეს წყვილი სამშობლოშია და ისინი დამიანეს ნათლობას აღნიშნავენ. ნათლობის ულამაზესი ტორტის ფოტოს ნიცა აქვეყნებს.
როგორც ირკვევა ნათლობის შემდეგ სტუმრები კვარაცხელიებმა მთაწმინდაზე, რესტორანში მიიღეს. იხილეთ სრულად