"ძველებურად მიმნდობი აღარ ვარ"
ნატუკა გულისაშვილის აზარტი, გულუბრყვილობა და ინტუიცია
"მომავლის წინასწარმეტყველება საოცარი სიზუსტით შეუძლია, თუმცა, საკუთარ ინტუიციას იშვიათად ენდობა. ისწრაფვის ჰარმონიისკენ და არასდროს ცდილობს, ვინმეზე შთაბეჭდილება მოახდინოს. ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების ან ქიშპობის სურვილს. არ უყვარს კამათში ჩართვა. ურჩევნია, დაძაბულ სიტუაციას მშვიდობიანად გაერიდოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ტახის წელში დაბადებულ სასწორს, ეს კი მსახიობისა და ტელეწამყვანის - ნატუკა გულისაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"შენ რომ იცნობ საკუთარ თავს, ისე კარგად სხვა ვერ გიცნობს. როგორც ამბობენ, სიბნელეში, როცა ყველა გაიქცევა, მხოლოდ შენ რჩები შენს ჩრდილთან ერთად. შეიძლება წლების განმავლობაში რაღაც არასწორადაც გამიკეთებია, შემშლია, მაგრამ ეს არასდროს დამიბრალებია სხვისთვის და მიმიღია, როგორც გამოცდილება...."
"ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანები რომ მხვდებიან, მეუბნებიან, ზუსტად ისეთი ხართ, როგორც ეკრანზეო. კამერების წინ არასდროს ვთამაშობ იმ მიზნით, რომ ვინმეზე შთაბეჭდილება მოვახდინო. გულწრფელობა ყოველთვის მომგებიანია. რაც შეეხება მსახიობობას, იქ გინდა თუ არა, სცენაზე ან კამერის წინ უნდა ითამაშო, მაგრამ ეს შენი პროფესიაა, იმისთვის არ თამაშობ რომ ვინმეზე შთაბეჭდილება მოხდინო. ხან მეძავის როლში ხარ, ხან - დედის და თამაშს როლი მოითხოვს..."
"ჩვენი ძაღლები ერთმანეთს იცნობენ. მათთვის ვამზადებ სპეციალურ ტორტს, ადამიანებისთვის ვამზადებ სუფრას და ვართ ყველანი ასე ბედნიერად. ცხოვრება ერთფეროვანი რომ არ გახდეს, ზოგჯერ ვაწყობ სპეციალურ დღეებს, მაგალითად, ლობიოს დღე და მეგობრებს ჩემთან ვეპატიჟები...
" სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 14 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.
თამუნა კვინიკაძე